თარგმანი: მხოლოდ ქებისათჳს ოდენ ეტყჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს, ოდესმე მათ შინა ცხორებასა; რამეთუ ესე ამიერ ცხად არს, ვითარმედ: არათუმცა ჯერეთ მათვე შინა ყოფილ იყვნეს, არამცა საჴმარ ქმნილ იყო თქუმად, ვითარმედ: "განიშორეთ", რამეთუ მის თანა მყოფსა ოდენ და არა განშორებულსაცა რასმე უჴმდის ვისმე განშორებაჲ აწ უკუე, ამათ ვნებათა განშორებასა შინა საძიებელ არს, თუ რაჲ არს უშუერებაჲ სიტყჳსაჲ; გინათუ ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ბილწმეტყუელებაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ უძნავს შებილწებაჲ ენისა, დიდებისმეტყუელებისათჳს ღმრთისა დამბადებელისა, აღმოთქუმითა ბილწთა არაწმიდებისა სიტყუათაჲთა.
6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,7. რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.8. ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.
კოლასელთა მიმართ თავი 3