მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:6

5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,7. რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.
კოლასელთა მიმართ თავი 3
6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არაწმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთმსახურებაჲ, რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (3,5-6).:

თარგმანი: პირველი იგი მოკუდომაჲ ნათლისღებისა მიერ მოგუემადლების ქრისტესგან, მოტევებითა პირველ ქმნულთა ცოდვათაჲთა, ხოლო შემდგომად ნათლისღებისა ჩუენ ვართ უფალ მეორისა ამის მოკუდინებისა, რაჲთა მოვაკუდინნეთ ჴორცნი ჩუენნი უქმ-ყოფითა ცოდვისა მიმართ. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა, ცოდვასა ჴორც ცოდვისა, ეგრეთვე აქა ვნებათა მწყობრსა ასო ქუეყანისა უწოდს მოციქული, რამეთუ ცოდვაჲ ჴორცთა მიერ ქუეყანასა ზედა იქმნების, და ესენი არიან ასო ცოდვისა: პირველად სიძვაჲ, რომელი-იგი თანა-შემწეობითა ჴორცთა აღძრვისაჲთა მიიღებს უპირატესობასა უმძლავრესობისათჳს და უბილწესობისა. ხოლო მეორე — არაწმიდებაჲ, რომელი-ესე ზოგადი სახელი არს ყოველთაჲ, რომელნი განჴუებულ გუყოფდენ ჩუენ სიწმიდისაგან. ამათ შეუდგს ვნებაჲ, რომელ არს მიმყოვრებული წურთაჲ ბოროტისა გულისსიტყჳსაჲ. და დასასრულსა უთქუამს გულისთქუმაჲ ბოროტი — ძირი იგი და აღმომაცენებელი ყოველთა ბოროტთაჲ და თჳთ ანგაჰრებისაჲცა, რომელსა სახელ-სდებს კერპთმსახურებად. ესრეთ ზოგად ამათ ყოველთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელნი-იგი საქმით მორჩილებისა მიერ მოგებულისა წილ შვილებისა ღმრთისა —...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი:

...ბნებოდა: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა" (); და პავლეც ამბობს: „რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა" (), ესე იგი, მათზე, ვინც გეჰენიის საქმეებს აკეთებს, ურჩობის საქმეებს. ამრიგად, როგორც ღვთის ძენი არიან ისინი, ვინც იმას აკეთებენ, რაც ღმერთს სათნოდ უჩანს, ასევე დღის ძენი და ნათლის ძენიც ისინი არიან, ვინც ნათლის საქმეებს აკეთებენ. „და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი" ().

ამრიგად: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ" (). „რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან" (); ხოლო **„ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ"...

სრულად ნახვა