თარგმანი: ამას ეპაფრას მოიჴსენებს პირველ დაწყებასავე თანა ებისტოლისასა, რომელი კოლასელთაგანი იყო და მათ მიერ წარვლინებულ მოციქულისა და მთხრობელ ყოველსავე ჰამბავსა მათსა; ამისთჳს აწ მოიკითხავს მის მიერ, და უჩუენებს, ვითარმედ არა ლიტონად, არამედ ფრიადითა შრომითა იღუწის მათთჳს ლოცვათა შინა მისთა. ხოლო სიტყუანი ესე ლოცვისანი — თანად მხილებისანიცა არიან, ვითარმედ ჯერეთ უსრულ და დაუმტკიცებელ არიან საფუძველსა ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რომელსა ზედა ოდენ დამტკიცებაჲ არს სრულებაჲ ნებისა ღმრთისაჲ, რომელ-ესე შეეტყუების თხოვად კაცსა, საღმრთოჲთა შურითა აღსავსესა, არა ხოლო ერთისა ქალაქისათჳს, არამედ ყოველთა მათ გარემოთა მახლობელთა ქალაქთა; ესე იგი არიან ლაოდიკიაჲ და იერაპოლი, რომელნი მეზობელ იყვნეს კოლასელთა.
კოლასელთა მიმართ 4:12
11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში.12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის.
კოლასელთა მიმართ თავი 4