თარგმანი: ვინაჲთგან უწყის ეშმაკმან, ვითარმედ ფრიადი სარგებელი შეგუეძინების ლოცვისა მიერ, ამისთჳს უფროჲს ყოვლისა საქმისა დაჴსნილ და მცონარე გუყოფს მისსა მიმართ. ამისთჳს მოციქული განგუაკრძალებს, რაჲთა არა მოწყინე ვიყვნეთ მიმყოვრებით განგრძობასა შინა ლოცვათასა, არცა გურულოდის, არამედ ფრთხილ ვიყვნეთ, ვითარცა შუენის მომლოდეთა უფლისათა მონათა ერთგულთა, განუბნეველითა და მიმოუტაცებელითა გონებითა. ხოლო ვინაჲთგან არა ყოველთა უწყიან ჯეროვნისა თხოვაჲ, ამისთჳს მასცა გუასწავებს, ვითარმედ ყოველთა ლოცვათა თქუენთა წინა-უძღოდენ მადლობაჲ; რამეთუ უკუეთუ ჰმადლობდე მას გარდასრულთა ჟამთა ქველისმოქმედებისათჳს, მან უწყის, თუ რაჲ მოგცეს წინამდებარეთა ჟამთათჳს.
კოლასელთა მიმართ 4:2
1. ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;
კოლასელთა მიმართ თავი 4