თარგმანი: იხილე სიმდაბლე ნეტარისა მის სულისაჲ, ვითარ მოქენე არს ლოცვასა მოწაფეთა თჳსთასა, და ეტყჳს, ვითარმედ: ილოცევდით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანად ჩუენთჳსცა. ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ილოცოთ თქუენთჳს, თანად ილოცეთ ჩემთჳსცა, რაჲთა განმეღოს კარად სახელდებული იგი შესავალი და გზაჲ ქადაგებისა ამის წარმართებისაჲ. ეჰა, მჴნესა მას და ახოვანსა გონებითა, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა შინა, არა განტევებასა, არამედ კუალადცა შემატებასა ქადაგებისასა, და მის ძლით —აღმატებასა თჳსთა ტანჯვათასა ითხოვდა ლოცვით.
კოლასელთა მიმართ 4:3
2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება.
კოლასელთა მიმართ თავი 4