მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:5

4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება.5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
კოლასელთა მიმართ თავი 4
5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით (4,5).:

თარგმანი: ესე არს სიბრძნით ქცევაჲ გარეშეთა მიმართ, რაჲთა ვეკრძალებოდით მათ, რომელნი უცხო და გარეგან არიან სარწმუნოებისაგან ჩუენისა, რამეთუ არა ეგოდენ გუაბრალებენ მცირეთა რათმე ცთომათა გამოძიებითა და განკითხვითა, ძმანი ჩუენნი და ზიარნი სარწმუნოებისა ჩუენისანი, ვითარ უცხონი შჯულისა და წესისა ჩუენისაგან, რომელნი-იგი კნინოდენსა მიზეზსა ეძიებენ მცირისა ცთომისასა, რაჲთა მის ძლით მგმობარ ექმნნენ სარწმუნოებასა ჩუენსა. ხოლო ჟამთა გამოფრდაჲ ესე არს, რაჲთა გულისჴმა-ყოს კაცმან წარმავალობაჲ ამის საწუთროჲსაჲ, ვითარმედ არა ჩუენი არს, არამედ მდინარე და წარმავალი ჩუენგან; და მოიყიდოს მისგანი რაჲმე, მას შინა მოქმედებითა წარუვალთა და საუკუნოდ მის თანა დაშთომადთა საქმეთაგანისათა, რაჲთა ჴორციელითა მოიგნეს სულიერნი, და წარმავალითა და საწუთროჲთა — საუკუნენი და სამარადისონი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის