თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: სიტყუაჲ თქუენი ყოვლადვე მადლთა მარილითა შეზავებულ იყავნ, მეცნიერებად, ვითარ ჯერ-არს თქუენდა მიგებაჲ თითოეულისაჲ. ესე იგი არს, რაჲთა მარადის ესევითარსა ვიჴუმევდეთ მეტყუელებასა, ვითარიცა მსმენელთა სარგებელ ეყოფვოდის, და რაჟამს შერისხვაჲ საჴმარ იყოს განმართებად რაჲსმე ცთომილებისა, კრძალულებაჲმცა გუაქუს, რაჲთა უზომოებითა არა ჴუებულ ვიქმნნეთ მადლისაგან, რამეთუ ყოველი საშუვალისაგან მიდრეკილი — მადლისაგან განვარდების. და კუალად, რაჟამს ქებაჲ ვიეთთჳსმე გუეჴმარებოდის, იგიცა ზომიერ და წესიერ იყავნ, რაჲთა არცა მხილებისა მეტნობითა განვაფიცხებდეთ, არცა ქებისა უზომოებითა განვალაღებდეთ, და კუალად, მეცნიერ ვიყვნეთ თითოეულისა მიმართ თჳსსა შემსგავსებულსა ზრახვად და მიგებად პასუხსა კითხვისასა, რამეთუ არა, რაჲ-იგი ერქუმის ძმასა, იგივე ერქუმის უცხოსა სარწმუნოებისაგან, არცა რაჲ-იგი შეეტყუების სწავლულსა, იგივე — უსწავლელსა. ამისთჳს, ესე არს მადლთა მარილი, რაჲთა ვითარ-იგი საჭმელი არა იჭამის თჳნიერ მარილისა, ეგრეთვე სიტყუაჲ, პირით ჩუენით გამომავალი, ნუმცა რაჲთ უნაწილო გუყოფს საღმრთოჲსაგან მადლისა, არამედ ყოველსავე შინა...
...რადგან საჭიროა არა მხოლოდ დუმილი და დროულად მეტყველება, არამედ მეტყველება დიდი მადლითაც. ამიტომაც პავლე ამბობდა: „სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ“ (). გაიაზრე, რომ ეს არის სხეულის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ღმერთს ვესაუბრებით და რომლის მეშვეობითაც ქებას აღვავლენთ. ეს არის სხეულის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც საშინელ მსხვერპლს ვიღებთ. მორწმუნეებმა იციან, რაზეა ნათქვამი. ამიტომ პირი სუფთა უნდა იყოს ყოველგვარი ბრალდებისგან, ლანძღვისგან, ბილწსიტყვაობისა და ცილისწამებისგან. თუ რომელიმე აღვირახსნილი გულისზრახვა ძალით იჭრება, იგი შიგნითვე უნდა ჩავახშოთ და არ მივუშვათ, რომ სიტყვებად გამოვიდეს. თუ რომელიმე სულმოკლეობა დრტვინვას გაიძულებს, ამ სულმოკლეობის ფესვიც უნდა გავახმოთ: კარი მტკიცედ გვქონდეს და დაცვა - ზედმიწევნითი. ბოროტ განზრახვებს დაბადების ნებაც არ უნდა მივცეთ, და თუ იბადებიან, შიგნითვე ჩავახშოთ და ფესვი გავუხმოთ....
...იგი კათაკუმეველთაჲ და მერმე დაკრძალვასა კართასა ქადაგებს, და ესრეთ აღესრულების საიდუმლოჲ იგი დიდებული.
ამისვე ჯერისათჳს მაშინ უფალი იგავით ეტყოდა ჰურიათა, რამეთუ სმენით ესმოდა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს, და ხედვით ხედვიდეს და ვერ იხილეს; და პავლე იტყჳს: „რაჲთა იცოდიო, ვითარ ჯერ-არს კაცად-კაცადისა სიტყჳს-გებაჲ“. ესრეთ უკუე განაწესა რაჲ ესეცა მცნებაჲ მეუფემან ჩუენმან და მაცხოვარმან, მერმე ღაღატ-ყო და თქუა მოძღუარმან მან სახიერმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვ-დეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოოს; და რომელი ირეკდეს, განე-ღოს“ (7,7-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მაღალნი და საკჳრველნი მცნებანი ამცნნა და უბრძანა ყოველთა ვნებათა უზეშთაეს ყოფად და მახლობელად ცათა აღიყვანნა და განუწესა არა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა მსგავს-ყოფად, ხოლო მოწაფეთათჳს არა კმა-ყო, რაჲთა მათ ოდენ თავით თჳსით წარჰმართონ ესე ყოველი, არამედ სხუა-თაცა სწავლად უბრძანა და რაჲთა განარჩევდენ ბოროტთა და კეთილთა და გულისჴმა-ჰყოფდენ, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ არიან ძაღლნი და ღორნი (ხოლო ესე საქმენი არა ადვილ იყვნეს გულისჴმის-საყოფელად, რამეთ...