მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლევიანნი 17:4

3. თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს,4. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.5. იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს.
ლევიანნი თავი 17
4. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქების მსხვერპლი და ღვთის რჩეული ერი:

..., იქ მსხვერპლი შეეწირათ და მაღლობებზე საღვრელი დაეღვარათ. ამიტომაც ტაძრის გარეთ სადმე მსხვერპლის შემწირველს სისხლის ბრალით განიკითხავს და ამბობს: „კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა“ (). ამის გამო ყოველი მხრიდან იქ, იმ ადგილას, კრებს მათ, რათა მოსმენით გონს მოეგონ და შემცდარ აზრს განეშორონ. ხოლო გალობას, ფსალმუნებასა და ქებასაც უბრძანებს, რადგან ღვთისადმი აღვლენილი ქებანი მათთვის ღვთისმოსაობის საფუძველიც იყო: ისინი შეიცავდა ძველ ამბებს — ეგვიპტეში მომხდარს, უდაბნოში მომხდარს, აღთქმის ქვეყანაში მომხდარს, რჯულის შესახებ თქმულს, სინას მთაზე მომხდარსა და ომების ამბებს; და ეს ერთი და იგივე საქმე ერთდროულად ღვთისადმი ქებაც ხდებოდა, მგალობლებისთვის სწავლების საფუძველიც, ცხოვრების მომწესრიგებელიც და დოგმატთა სიზუსტისკენ წინამძღოლიც. „აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი;“ ().

სხვა ამბობს: „რამეთუ სახიერ“ (...

სრულად ნახვა