მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 14:11

10. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.11. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.12. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.
ლუკას სახარება თავი 14
11. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 14; მ. 1-6]

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

უფალმა თუმცა იცოდა ფარისეველთა გახრწნილება, მაინც შედიოდა მათ სახლებში. შედიოდა იმიტომ, რომ ზრუნავდა მათი სულების სარგებელზე, ვინაიდან მათ, რომ მოესურვებინათ შეეძლოთ მიეღით სარგებელი თავისთვის მისი სიტყვებიდან და სწავლებიდანაც და სასწაულთა გამოვლენიდანაც. ამიტომ, როდესაც წარმოსდგა შუაში „კაცი წყლით მანკიერი“, უფალი უყურებდა არა იმას, რომ არ ეცდუნებინა ისინი, არამედ იმას, რომ შემწეობა აღმოეჩინა ადამიანისთვის, როდესაც , რომელიც მკურნალობას საჭიროებდა. ვიანიდან იქ, სადაც დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ჩვენ აღარ უნდა ვიზრუნოთ...

სრულად ნახვა
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. თავმდაბლობა — ჭეშმარიტი ამაღლების გზა:

...მიჰყვეთ ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (), — და ყველაფერში საკუთარი თავის დამდაბლებას ეცადოთ. ეს თვითდამდაბლება სწორედ ის არის, რაც პირველობას მოგვაპოვებინებს, როგორც ქრისტემაც თქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (). მაშ, რა შეედრება იმ საქციელს, როცა ჩვენ სხვებს პირველობას ვუთმობთ და ამით თავად უფრო დიდ პატივს ვაღწევთ და სხვებს უპირატესობას ვაძლევთ და ამით თავად უმაღლეს პატივზე ავდივართ? ამაზე გთხოვთ ვიღვაწოთ, რომ მიბაძოთ პატრიარქის თავმდაბლობას, და ჩვენ, მადლის ქვეშ მყოფთ, ვიაროთ იმის კვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჯულამდე ასეთი სიბრძნისმოყვარეობა გამოავლინა. მართლაც, ჭეშმარიტი თავმდაბლობა გამოავლინა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არამხოლოდ სათნოებით, არამედ ასაკით და ყოველმხრივ გაცილებით დაბლა იდგა. დაფიქრდი მხოლოდ იმაზე, რომ მოხუცმა ახალგაზრდას დაუთმო, ბიძამ — ძმისწულს, ღვთის ასეთი კეთილგანწყობის დამსახურებელმა — იმას, ვინც ჯერ არაფერი დიდი ჰქონდა გაკეთებული; პატრიარქმა ახალგაზრდას ის გაუკეთა, რაც ახალგაზრდას უნდა გაეკეთებინა მოხუცისა და ბიძისთვის. ასე ჩვენც, არა მხოლოდ ჩვენზე უმაღლესთა ან ჩვენი თანასწორების მიმართ გამოვიჩინო...

სრულად ნახვა