მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 6:23

22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.
ლუკას სახარება თავი 6
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის