მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 6:38

37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.39. უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან?
ლუკას სახარება თავი 6
38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს:

...უ ღმერთსა ესრეთ ჰნებავს, ხოლო რომელი უძლურ იყოს, იგი გჳრგჳნ-თაცა მოიგონებდეს; ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს“. ; ;

ვიდრემდის, ჵ კაცნო, მჴეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ მას, რომელმან-იგი ჩუენ ცად აღმიყვანნა, ხოლო ჩუენ პურსაცა არა მივსცემთ მას, რომელი-...

სრულად ნახვა