...ირ 16:1–3)2. მაგრამ უგრძნობი იუდეველები, რომლებიც მუდამ ხორცისკენ იყვნენ პირდაღებულნი და სათნოებას უგულებელყოფდნენ, ამბობდნენ: „რასა სხუასა, გარნა თესლსა ეძიებს უფალი“ ()? ამიტომ, რათა მათთვის ეჩვენებინა, რომ თესლს კი არ ეძებს, უთვალავჯერ დაღუპა ისინი, როცა სათნოებას მოკლებულნი იყვნენ. „კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ“ (). კარგად დაურთო: „უფლის მიერ“. სწორედ ეს არის განსაკუთრებით კურთხევა; რადგან ადამიანების მიერ კურთხეულნიც არსებობენ, მაგრამ მათი კურთხევა ადამიანურია. ხოლო უდიდესი კურთხევა ესაა. რადგან ადამიანები აკურთხებენ, ესე იგი, აქებენ და ადიდებენ სიმდიდრეში, ძალაუფლებასა და დიდებაში მყოფთ. მაგრამ ეს კურთხევა დროებითია და, თუნდაც არსებობდეს, არავითარი სარგებელი არ მოაქვს; ხოლო ღვთის კურთხევა მარადიულია და უდიდეს საქმეებში გვაძლევს სარგებლობას: „რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა“ ()....
14. თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.15. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.16. რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი.
მალაქია თავი 2