...23:2); „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ (). არ იცი, რა არის მღვდელი? „ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ნუთუ თავისას ამბობს? თუ მას შეურაცხყოფ, მას კი არ შეურაცხყოფ, არამედ ღმერთს, რომელმაც იგი ხელთდაასხა. და საიდან არის ცხადი, ამბობს ვინმე, რომ ღმერთმა ხელთდაასხა იგი? მაშასადამე, თუ ასეთი შეხედულება არ გაქვს, შენი სასოება დაცარიელებულია. რადგან თუ ღმერთი მისი მეშვეობით არაფერს მოქმედებს, არც საბანელი გაქვს, არც საიდუმლოებში მონაწილეობ და არც კურთხევებით ხარ ნაზიარები; მაშასადამე, ქრისტიანი არ ხარ.
3. უღირსი მღვდლები და განკითხვის საფრთხე
რა ვთქვათ? ამბობს ვინმე: „განა ღმერთი ყველას ხელდასხმით აყენებს, უღირსებსაც?“...