მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 12:19

18. მერე მიუახლოვდნენ სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.20. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.
მარკოზის სახარება თავი 12
19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 12, მ. 1-9)

1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. 2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა: „დაამტკიცე ისე, რომელ...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4):

...იყო შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო, მოკვდა უშვილოდ და ცოლი თავის ძმას დაუტოვა; მეორეც მოკვდა და, თესლი არ ჰყოლია, ცოლი ძმას დაუტოვა; ასევე მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ, მეექვსემ და მეშვიდემ. მაშ, აღდგომისას შვიდიდან ვისი ცოლი იქნება? ხომ ყველას ჰყავდა?" (; ; ). რა უპასუხა მათ ქრისტემ? „სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ. აღდგომასა მას მკუდრეთით არცა ჰხდებიან, არცა განჰხდებიან, არამედ, ვითარცა ანგელოზნი... არიან". ხედავ, ქრისტესადმი სიყვარულით ქალწულების ხვედრის ამრჩევნი, მიწაზე მცხოვრებნი და სხეულით შემოსილნი, როგორ მიბაძავენ ანგელოზურ ცხოვრებას? ამიტომ, რამდენადაც ეს ღვაწლი დიდი და მაღალია, იმდენად, და უფრო მეტადაც, დიდია გვირგვინები და ჯილდო, და სიკეთენი, რომელიც დაპირებულია მათთვის, ვინც ქალწულებასთან ერთად სხვა სათნოებებშიც იღწვის. „ხოლო ადამ, — ნათქვამია, — იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ" (). ვინაიდან ურჩობით ცოდვა შემოვიდა და განაჩენმა პირველი ადამიანები მოკვდავნი გახადა, ყოვლისშემძლე ღმერთი, თავისი სიბრძნით კაცთა მოდგმის გაგრძელებას რომ აწყ...

სრულად ნახვა