მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 12:26

25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.27. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით.
მარკოზის სახარება თავი 12
26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 12, მ. 1-9)

1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. 2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა: „დაამტკიცე ისე, რომელ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება:

...მბობ: „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო“ (), დიდი შინაურული სიახლოვე გამოაჩინე, რათა ღმერთმაც შენზე თქვას ისე, როგორც აბრაამზე, ისაკსა და იაკობზე თქვა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ (). რადგან თუ შენ იტყვი: „ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო“, და მხოლოდ კი არ იტყვი, არამედ ასეთ სიყვარულსაც გამოაჩენ, ღმერთიც იმავეს იტყვის შენზე: „ჩემი მონა“ და „ჩემი მსახური“, როგორც მოსეზეც ითქვა. „და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე“ (). ხედავ, როგორ წარმოაჩენს წინასწარმეტყველი მომავალი ცხოვრების წინამინიშნებებსაც? აქ „კურთხევაში“ იგი გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვით აღსრულებულს, არამედ საქმეებით აღსრულებულსაც. ამრიგად, ასე აღიმაღლება ღმერთი და ასე იკურთხება იგი. ამის თქმაც ლოცვაში გვებრძანება: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (...

სრულად ნახვა