მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 9:48

47. ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში,48. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.49. რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.
მარკოზის სახარება თავი 9
48. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. განკითხვის ძრწოლა და სასჯელის უცილობლობა:

...ს. მაშ, ის საზღაურნი ჭეშმარიტია და უთუოდ იქნება, სასჯელნი კი უთუო არ არის, არამედ მუქარისა და შიშისთვის?

რით დაგარწმუნოთ, არ ვიცი. თუ ვიტყვი: „მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.“ (), თუ ვიტყვი, რომ წავლენ „ცეცხლსა მას საუკუნესა“ (), თუ მდიდარს წარმოგიდგენთ, უკვე დასჯილს, ყველაფერზე იტყვით, მუქარააო. მაშ, რით დაგარწმუნოთ? რადგან სატანურია ეს აზრი: უსარგებლო მადლს გვანიჭებს და უდებად გვხდის. მაშ, როგორ აღმოვფხვრათ იგი? რასაც არ უნდა ვთქვათ წერილთაგან, იტყვით, მუქარისთვის არისო.

მაგრამ ამას მომავალთა შესახებ კიდევ შეიძლებოდა ვინმეს ეთქვა; უკვე მომხდარსა და დასრულებულზე კი ვეღარ იტყვის. ყველას გსმენიათ წარღვნის შესახებ; განა ისიც მუქარისთვის ითქვა? განა არ აღსრულდა და არ მოხდა?...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მრუშობა ძმის ძარცვად და ღმრთის შეურაცხყოფად:

...ხრწნილ კავშირს ამყარებს, ბევრად უფრო მეტად არ აკეთებს ამას? ეს, ალბათ, ყველასათვის ცხადია. მაგრამ თქვენ, მამაკაცებს, ეს საკმარისად გეთქვათ; რადგან ასეთებზე ქრისტეც ამბობს: „სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.“ (). ახალგაზრდების გამო აუცილებელია თქვენთან კიდევ ითქვას, უფრო კი არა იმდენად მათ გამო, რამდენადაც თქვენ გამო; რადგან ეს მხოლოდ მათ კი არა, თქვენც შეგეფერებათ, და როგორ - ამას ახლავე ვიტყვი: ვინც სიძვას არ ისწავლის, არც მრუშობას ეცოდინება; ხოლო ვინც მეძავებთან გორაობს, მალე ამაზეც მივა, და თუ ქმრიანებთან არა, გახსნილ ქალებთან მაინც გაიხრწნება.

3. ვაჟთა დროული ქორწინება და უმანკოება

მაშ, რას შეგაგონებთ? ამიტომ ფესვები ამოჰკვეთეთ: ვისაც ახალგაზრდა ვაჟები გყავთ და აპირებთ მათ საერო ცხოვრებაში შეყვანას, სწრაფად შეაბით ისინი ქორწინების უღელს. რადგან, როცა ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, სურვილთა საქმეები აწუხებთ; ქორწინებამდე დროის განმავლობაში დაიკავეთ ისინი შეგონებებით, მუქარებ...

სრულად ნახვა