თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა სცნა, ვითარმედ ნებანი იყვნეს მათნი ბოროტნი და არა ბუნებანი, ამისთჳს სახელებიცა თქუა ქალაქთაჲ მათ, რომელთა შორის იყო ბეთსაიდაცა, რომლისაგან ხუთნი მოციქულნი გამოვიდეს, რამეთუ პეტრე და ანდრეა, იაკობ და იოვანე და ფილიპე მის ქალაქისანი იყვნეს. რაჲ იყო უკუე დამაყენებელ მათცა ეგრეთვე რწმუნებად ქრისტესა, ვითარცა ამათ ჰრწმენა? არარაჲ სხუაჲ, გარნა ნებაჲ. ამათ თანა იყო გონებაჲ და ნებაჲ კეთილი, და შეიყუარეს ქრისტე. იგინი უკე-თურ იყვნეს გონებითა და ნებანი აქუნდეს ბოროტნი, ამისთჳსცა დაადგრეს ურწმუნოებასა შინა და მიემსგავსნეს, უფროჲსღა უძჳრეს იქმნეს სოდომელთაჲსა, რამეთუ თუალითა ხედვიდეს სასწაულთა უფლისათა და ყურითა ესმოდეს სწავლანი მისნი და არავე ჰრწმენა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმედ სოდომელთა თუმცა ეხილვა დიდებულებაჲ მისი, მომცა-ქცეულ იყვნეს, და ტჳრელთამცა და სიდონელთა შეენანა; ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინაჲსწარ აყუედრებდა იერუსალჱმსა და ეტყოდა, ვითარმედ: „განამართლენ ურ-ჩულოებითა შენითა დანი შენნი, სოდომაჲ და გომორაჲ“. ხოლო ესევი-თარისა...
მათეს სახარება 11:20
19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.
მათეს სახარება თავი 11