2.ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე.3.რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?4.ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:5.ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.6.ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში.7.ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?8.რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან.9.რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.10.რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.11.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.12.ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.13.რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.14.და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.15.ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!16.ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან17.და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.18.ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.19.მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
20.მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:21.ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.22.ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.23.და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.24.ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის.
25.იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.26.დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ.27.ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.28.მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.29.დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.30.ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).
ვინაჲთგან ზემოთქუმულნი იგი ბრძანებანი ყოველნი უბრძანა მათ და წარავლინნა ქადაგებად და კურნებად, განეშორა მიერ, რაჲთა მისცეს მათ ადგილი და ჟამი ქმნად, რაჲ-იგი უბრძანა, რამეთუ არცა თუ შესაძლებელ იყო,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს“ (11,7).
მოწაფეთა მიმართ იოვანესთა ყოველივე კეთილად განაგო განმგებელმან მან ყოველთამან, რამეთუ იხილეს მათ თუალითა თჳსითა საკჳრველებანი მისნი და წარვიდეს. ხოლო ჯერ-იყო ერისა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ ესმა რაჲ იოვანეს მიერ მოვლინებული იგი სიტყუაჲ, არა იცოდეს მათ გულისსიტყუაჲ მისი, თუ რომლისა პირისათჳს ესრეთ მოუმცნო, და თქუესმცა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი ესოდენი წამა ამისთჳს, აწ კუალადღა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“ (11,25-26).
იხილეღა, რავდენი სახე წინაუყო ერსა მას, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად: პირველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი...
1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. - წარგზავნა რა მოწაფენი, იგი დამშვიდდა და სასწაულებს აღარ აღასრულებდა, არამედ მხოლოდ სინაგოგებში ასწავლიდა. აქ რომ დარჩენილიყო და სნეულნი განეკურნა, მაშინ მოწაფეებს აღარ მიმართავდნენ. ამიტომ, განკურნების საშუალება მათაც რომ ჰქონოდათ, თვითონ წავიდა.
2-3. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:
...ობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.
და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.
ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“.
ჰხედავა გარდამატებულსა მას განგებულებისა მისისა სიმდაბლესა? ამითვე განგებულებითა ჭამდა და სუმიდა ბუნებითა კაცთაჲთა და არცა ვითარ იოვანე მარხვითა დიდითა და სიფიცხითა იქცეოდა, რაჲთა ამით ყოვლითა მიზეზი ცხორებისაჲ მისცეს ჰურიათა და ყოველსა სოფელსა. რამეთუ ამით ჯერითა მწვალებელთაცა პირსა დაუყოფს, და მათცა, რომელ-თა სიტყუანი მისნი ესმოდეს, მიიზიდვიდა სარწმუნოებად მისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:
...მეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33)? რამეთუ აქა თჳსთაცა მოწაფეთა ამხილებს, ვითარ არა ჰრწმენა, რომელთა-იგი ამისაცა შემდგომად არავე ჰრწმენა. და ესეცა საცნაურ არს მისგან: რაჟამს-იგი იყო საპყრობილესა, მიავლინნა მისა, რაჲთამცა ჰრწმენა, რომელთა ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“. ; და ამისთჳს აქა ჰრქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, თუ ტყუვილ რაჲმე არს სიტყუაჲ მისი, და ამისთჳს არა ჰრწამს მრავალთა. რამეთუ მას ყოველი რაჲ უხილავს, მას იტყჳს ჭეშმარიტსა. ხოლო ამას სიტყუასა სამხილებელადცა ჰურიათა იტყოდა, ვითარცა-იგი მახარებელმანცა დასაბამსა სიტყჳსა თჳსისასა თქუა: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.
...ვნეს ყოვლისა ჴორციელისა შემკულებისა დამთრგუნველ და მოღუაწებისა მოყუარე, რომელ-ესე საქმე არს სათნოებისაჲ. ამისთჳსცა აქებს უფალი წესსა ამას იოვანეს მოღუაწებისასა და იტყჳს: „რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“.
ესრეთ მარადის საკჳრველ და საქებელ იყო მოქალაქობაჲ სანატრელისაჲ მის. ხოლო უკუეთუ წმიდაჲ იგი და ცისა უბრწყინვალესი და უზეშ-თაესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და უფროჲსი ნაშობთა დედათაჲსა ესრეთ აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა და ყოვლისაგანვე შუებისა და განსუენებისა განეშორა და მარხვითა და მოღუაწებითა აღასრულა ცხორებაჲ ესე, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელთა მცნებანი ქრისტესნი გუასმიან და ესოდენი ტჳრთი ცოდვათაჲ გჳტჳრთავს და არცა თუ კნინოდენსა ნაწილსა მოღუაწებისა მისისასა თავს-ვიდებთ, არამედ მთრვალობითა და ნაყროვნები-თა, სამოსლითა ჩჩჳლითა და ცხებითა ნელსაცხებელთა სურნელთაჲთა და სხჳთა ყოვლითავე შუებითა წარვაგებთ დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვჰყოფთ თავთა ჩუენთა ადვილად საძლეველ ეშმაკისა მიერ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა ზედა მისგან და აღუვარებდეს ცო...