მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 12:35

34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
მათეს სახარება თავი 12
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (12,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: არა ხოლო თუ ბოროტსა ზედა, არამედ კეთილსაცა ეგრეთვე არს, რამეთუ ვითარიცა იყოს საუნჯე, ეგევითარივე არს მისგან მომავალი იგი. რამეთუ ამისთჳს საუნჯედ უწოდა, რაჲთა სიმრავლე გამოაჩინოს გინა თუ კეთილისაჲ, გინა თუ ბოროტისაჲ, და სცნა, ვითარმედ პირით მცირედი ნაწილი გულისაჲ გამოჩნდის. ამისა შემდგომად აღაორძინებს შიშსა მას და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:31-37 — სულიწმიდის გმობა და სიტყვის პასუხისმგებლობა:

31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის