თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ აჩუენებს, ვითარმედ არა მას საუკუნესა ხოლო, არამედ ამასვე სოფელსა მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, თუ: „ნინეველნი იგი აღდგენ სასჯელსა მას ნა-თესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას“, რაჲთა არა სიგრძისათჳს მომავალისა მის სასჯელისა უზრუნველ იქმნენ, აქავე მოწევნადთა ბოროტთა მიუთხრობს. ხოლო სიტყუაჲ ესე მისი ესრეთ არს, ვითარმედ: შეპყრობილ იყვენით პირველცა მძლავრებითა ეშმაკისაჲთა და იყვენით, ვითარცა კაცნი ეშმაკეულნი და ცნობამიღებულნი, დაუტეობდით ღმერთსა და კერპთა თაყუანის-სცემდით; შვილთა თქუენთა დაუკლევდით მსხუერპლად ეშმაკ-თა; ფრიადსა აჩუენებდით სიბორგილესა და სიცოფესა; ხოლო არავე დაგიტევენ თქუენ, არამედ მრავლით კერძო ვინებე ჴსნაჲ თქუენი მონებისა მისგან ეშმაკისა: წინაჲსწარმეტყუელნი მოგივლინენ, ტყუეობითა გწუარ-თენ, სასწაულნი გიჩუენენ, და აწ მე თავადი მოვედ, რაჲთამცა სრულიად წმიდა-გყვენ თქუენ არაწმიდებათა თქუენთაგან. ვინაჲთგან უკუე არა გნებავს შეწყნარებაჲ ჩემი, არამედ უმეტესსა შეხუალთ უკეთურებასა, - მაშინ წინაჲსწარმეტყუელნი მოწყჳდენით და აწ ჩემი გეგულების მოკლვაჲ, - ამისთჳს ძალიცა იგი ეშმაკისაჲ...
მათეს სახარება 12:45
44. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.46. და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.
მათეს სახარება თავი 12