სიტყუანი ესე არა თუ ამისთჳს თქუნა უფალმან, ვითარმცა სირცხჳლუჩნდა დედაჲ თჳსი, ანუმცა უარ-ჰყოფდა მისგან შობასა; ნუ იყოფინ! ვითარმცა სირცხჳლ-უჩნდა დედად წოდებაჲ მისი, რომლისა საშოსა დამკჳდრებაჲ და მისგან უაღრეს ბუნებათა შობაჲ არა უღირს-იჩინა? და ესოდენი აქუნდა მისთჳს მოღუაწებაჲ, ვიდრეღა ჟამსა მასცა, რაჟამს ჯუარსა დამოკიდებულ იყო, შეჰვედრა იგი მოწაფესა მას უმეტეს ყოველ-თა შეყუარებულსა და ამცნო შვილებრივისა ერთგულებისა და მსახურებისა ჩუენებად მისა მიმართ. არამედ აწ სიტყუათა ამათ მიერ ორსა განგებულებასა გამოაჩინებს: ერთად ამას მოასწავებს, ვითარმედ თჳნიერ სათნოებისა არა თუმცა სხუაჲ რაჲმე საქმე, არამედ არცა თუ დედობაჲ იგი ქრისტესი არადმცა სარგებელ ქმნილ იყო, უკუეთუმცა დედაჲ იგი არა ყოვლითავე სათნოებითა და კეთილისსაქმითა შემკობილ იყო; ვითარცაიგი ჭეშმარიტად უაღრეს იყო ქალწული იგი წმიდაჲ ყოველთა დაბადებულთასა სიწმიდითა სულისა და ჴორცთაჲთა და ყოვლითავე სათნოები-თა; რამეთუ არცა იპოვა დასაბამითგან მსგავსი მისისა სიწმიდისაჲ კაცთა ბუნებასა შინა. ამისთჳს ანგელოზთაცა უმეტეს იქმნა, უმაღლეს ქერობინთა და უდიდებულეს სერაბინთა. ხოლო უკუეთუმცა არა ესევითარი...
მათეს სახარება 12:46
45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.46. და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.47. მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ.
მათეს სახარება თავი 12