თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ თესლისა მისგან სამი ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა, და ცხოვნებულსა მასცა შორის მტერმან ღუარძლი დასთესა, რაჲთა არავინ თქუას, თუ მცირედ სადმე და უნდო-ყოფად არს კრებული იგი მორწმუნეთაჲ, ამისთჳს შემოიღო იგავი ესე მდოგჳსაჲ, რაჲთა იჭჳ იგი განაქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ დიდად აღორძინებად არს ქადაგებაჲ იგი სასუფეველისაჲ. რამეთუ ვი-თარცა მარცუალი იგი მდოგჳსაჲ ფრიად მცირე არს, ხოლო აღიზარდის რაჲ, უფროჲს ყოველთა მხალთასა იქმნის, ეგრეთვე ქადაგებაჲ ესე სახარებისაჲ. დაღაცათუ მცირედ არიან რიცხჳთა მოწაფენი და შეურაცხ კაცთაგან, არამედ ძალითა ჩემითა ესოდენ აღორძნდეს ქადაგებაჲ მათი, ვიდრეღა ყოველი სოფელი დაიპყრას, და აჩრდილსა მისსა ყოველნი კაცნი მიივლტოდინ.
მათეს სახარება 13:32
31. სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
მათეს სახარება თავი 13