თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა იგავი პირველსა მასვე სახესა დაამტკიცებს: ვი-თარცა ცომი ყოველსა მას აღსუარულსა თჳსისა მიმართ ძალისა შესცვალებს, ეგრეთვე მოციქულთა ყოველი სოფელი შეცვალონ და მოიყვანონ სარწმუნოებად. ამისთჳსცა სიბრძნით ბუნებითთა საქმეთა მოიღებს იგავად, რაჲთა გამოაჩინოს, რამეთუ ვითარცა იგინი უეჭუელად აღესრულებიან, ეგრეთვე ესე უეჭუელად იქმნას. დაღაცათუ ათორმეტნი არიან მოწაფენი, არამედ აღერინენ რაჲ სოფელსა, არა ესენი სიმრავლისა მის წესსა მიემსგავსნენ, არამედ იგინი თჳსსა წესსა და მოძღურებასა მოიყვანნენ; ვითარცა ცომი შეერთის რაჲ აღსუარულსა მას, არა წარწყმიდის ძალი თჳსი, არამედ მცირედმან მან ყოველივე აღაფუვნის, ეგრეთ იყოს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ. რამეთუ ვინაჲთგან წყალობისა ჩუენისათჳს განჴორციელდა უფალი ჩუენი და ბუნებაჲ ჩუენი საშოჲსაგან ქალწულისა ერთგუამებად თავისა თჳსისა თანა შეაერთა და ორითა მით ბუნებითა იხილვა ქუეყანასა ზედა და კაცთა შორის იქცეოდა, შერთო თჳსი იგი მადლი თბესა მას კაცთა ბუნებისასა და ყოვლითურთ განაახლა იგი. და მერმე განავლინნა ქადაგებად მოციქულნი კაცად-კაცადისა მიმართ, რაჲთა ყოველნივე შეიკრიბნეს თავისა თჳსისა სახიერმან მან....
მათეს სახარება 13:33
32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
მათეს სახარება თავი 13