თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა განყოფილ არს ესე ზემოთქუმულთა მათ იგავ-თაგან, - თესლისა მის და ღუარძლისათჳს, - რამეთუ მუნცა რომელნიმე ცხონდეს და რომელნიმე წარწყმდეს? არამედ იგი იგავნი სარწმუნოებისათჳს იყვნეს. პირველნი იგი, - ეკალთა მიერ და კლდისა და გზასა ზედა დათესულისა, - ესენი მოესწავებოდეს, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგებაჲ იგი; და კუალად ღუარძლისა მის მიერ მწვალებელნი გუაუწყნა, რომელთაცა ძედ უკეთურისა სახელ-სდვა. ხოლო აწ მათთჳს იტყჳს, რომელნი საქმეთა მიერ ბოროტთა წარწყმდებიან, რომელნიცა ფრიად საწყალობელ არიან, რამეთუ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მიემთხჳნეს და ეგრეთცა ვერვე ცხონდეს, რამეთუ საქმენი ცოდვისანი ვერ მოიძულნეს. ხოლო ვი-თარ რომელ ოდესმე თავსა თჳსსა იტყჳს მწყემსი იგი სახიერი განმრჩეველად კეთილთა ბოროტთაგან, „ვითარცა განარჩინის მწყემსმან ცხოარნი თიკანთაგან“, და აწ აქა ანგელოზთა მოასწავებს? ესე ამისთჳს, რამეთუ ოდესმე კაცობრივრე ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მსმენელთა მათ უძლურებისათჳს და ოდესმე უმაღლეს და გულისჴმისსაყოფელად, რამეთუ ყოველივე განგებულებითა წამის-ყოფისა მისისაჲთა იქმნების. ხოლო...
მათეს სახარება 13:50
44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა და ფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. - ყანა სამყაროა, ხოლო საუნჯე - ქადაგება, ან შეცნობა ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად დაფარულია: არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას (I კორინ. 2.7) - ამბობს პავლე მოციქული. ვინც შემეცნებას ღმრთისას ეძიებს, იპოვის კიდევაც მას და ყოველივე რაც აქვს, იქნება ეს ელინთა მოძღვრებანი, უკეთური ზნე-ჩვეულებანი თუ სიმდიდრე, მსწრაფლ დატოვებს და ყანას, ანუ ამ სოფელს იყიდის, რადგანაც ეს სამყარო მისი საკუთრებაა, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს; არაფრის მქონე ყველაფერს შეიძენს, სტიქიებსაც დაიმონებს და მათზე ისევე იმბრძანებლებს, ვითარცა ქრისტე ან მოსე.
45-46. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი. - ზღვა ეს ცხოვრებაა, ვაჭარნი კი ისინი, რომელნიც მასზე მიმოდიან და რაღაც ცოდნის შეძენას ეძიებენ. ბევრი...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის