თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა, არამედ აქებს და სიმდიდრედ უწესს, და აქებს მოციქულთა, რამეთუ კე-თილად გულისჴმა-ჰყვეს იგი და ჰრწმენა უფლისაჲ? რამეთუ ამისთჳს ყოველივე შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს. და ესე წმიდანი მოციქულნი მიამსგავსნა სახლისა უფალსა მდიდარსა და ჭეშმარიტად მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ძუელისა მის წერილისა ძალი კეთილად ცნეს და ახალი ესე ქადაგებაჲ და მოძღურებაჲ ქრისტესი სარწმუნოებით და გულსმოდგინედ შეიწყნარეს და აღასრულეს. ხოლო რომელნი-იგი ძალსა წერილთასა უმეცარ არიან, არა არიან იგინი სახლისა უფალ. რამეთუ არცა თავით თჳსით აქუს, არცა სხუათაგან მიიღებენ, არამედ უდებებისაგან სიკუდილითა მოსწყდებიან. ეგრეთვე მწვალებელნი სრულიად უცხო არიან ნეტარებისაგან, რამეთუ არცა ძუელისა მის წერილისაგან აქუს ნაწილი, არცა ახლისა, არამედ ორისაგანვე დაკლებულ და განვრდომილ არიან, რამეთუ ორნივე შჯულნი შეერთებულ და შეთხზულ არიან ურთიერთას.
მათეს სახარება 13:51
50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო.52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
მათეს სახარება თავი 13