მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 19:15

14. ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.15. დაადო ხელი და წავიდა იქიდან.16. და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?
მათეს სახარება თავი 19
15. დაადო ხელი და წავიდა იქიდან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. და დასდვა მათ ზედა ჴელი“ (19,13-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფენი პატივისა მისისათჳს ჰრისხვიდეს მათ, რომელთა მოჰგუარეს ყრმები იგი, ხოლო უფალი ასწავებს მათ სიმდაბლესა. ამისთჳს შეიწყნარებს ყრმათა მათ და ჴელსა დასდებს და იტყჳს: „ესევი-თართაჲ არსო სასუფეველი ცათაჲ“, ვითარცა ზემო თქუა.

აწ უკუე ჩუენცა თუ გუნებავს სასუფეველისა ცათაჲსა მკჳდრ-ყოფად, ესევითარი ესე სასოებაჲ შევიტკბოთ; რამეთუ ესე არს სრული სათნოებაჲ, რაჲთა კაცი გულისჴმის-ყოფით წრფელ იყოს, ესე არს ცხორებაჲ ანგელოზებრი. ამისთჳს ჰნატრის ყრმათა უმანკოთა, რამეთუ სული ესევითარისა ყრმისაჲ თავისუფალ არს ყოველთა ვნებათაგან, არა აქუს ძჳრის-ჴსენებაჲ, არცა რისხვაჲ, არცა შურის-გებაჲ, არცა გულისთქუმანი ბოროტნი, არარას ნამეტნავსა და მეტსა ეძიებს, არამედ ძუძუსა ხოლო დედისასა საზრდელად ბუნებისა, არა მწუხარე არს დაჭირვებისათჳს საფასეთაჲსა, ვითარესე ჩუენ, არცა მოხარულ არს დიდებისათჳს გინა თუ სიმდიდრისა წარმავალისა, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ესევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“, რაჲთა ნებითა ჩუენითა და გულისჴმის-ყოფითა აღვასრულებდეთ კეთილთა მათ სათნოებათა, რომელნი ჩჩჳლთა ბუნებით ჰქონან: უმანკოებასა და სიწრფოებასა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).:

ვიეთნიმე იტყჳან ამის ჭაბუკისათჳს, ვითარმედ ზაკუვით და გამოცდით მოუჴდა იესუს, ხოლო მე ვეცხლისმოყუარედ და საფასეთა სიყუა რულისაგან ძლეულად არა ვჰრიდებ წოდებად, რამეთუ ქრისტემანცა ესევითარი ვნებაჲ ამხილა მას; გარნა მზაკუვარად და გამომცდელად ვერ ვიტყჳ, რამეთუ არცა ჯერ-არს უცნაურთა საქმეთათჳს ბრალისა შეჴდაჲ, და მარკოზცა განაქარვებს იჭუსა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ევედრებოდა მას“. და კუალად იტყჳს: „ხოლო იესუ მიხედა და შეუყუარდა იგი“. გარნა დიდ არს მძლავრებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. დაღაცათუ სხჳთა სახითა კეთილ და სათნო ვიყვნეთ, უკუეთუ იგი გუეუფლოს, ყოველსავე განჰრყუნის. ამისთჳს იტყჳს პავლე მოციქული, ვითარმედ: „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“, და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.

ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:15-22 — მდიდარი ჭაბუკი და საუკუნო ცხოვრება:

15-17. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. - იგი იმიტომ კი არ მივიდა მასთან, რომ ეცდუნებინა, არამედ, რათა ესწავლა, რადგან საუკუნო სიცოცხლე სწყუროდა; თუმცაღა ქრისტეს, ვითარცა ჩვეულებრივ კაცს, ისე მიეახლა. ამიტომაც ეუბნება უფალი: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი, ანუ უკეთუ სoხიერს მე მხოლოდ როგორც მოძღვარს მიწოდებ, ცუდად მიწოდებ, რადგან კაცთაგან სახიერი არავინაა; ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან ადვილად მივდრკებით სიკეთისაგან და, მეორეც, ღმრთეებრივ სიკეთესთან შედარებით კაცობრივი სიკეთე უვარგისად ითვლება.

17-19. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. - კითხვის დამსმელს უფალი სჯულის მცნებებზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის