თ ა რ გ მ ა ნ ი: არა საფასეთა ზედა დასდებს ბრალობასა, არამედ შეპყრობილთა სიყუარულითა მათითა. ხოლო უკუეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს, ანგაჰრისათჳს რაჲ-მე ვთქუათ? უკუეთუ არამიცემაჲ გლახაკთაჲ საფასეთა თჳსთაჲ დამაყენებელ არს შესლვად სასუფეველსა, მოხუეჭაჲ სხუათაგან რავდენ უმეტესად შეკრებს ცეცხლსა თავსა ზედა მიმხუეჭელ-თასა? ხოლო დაღაცათუ თქუა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ“, არამედ მეყსეულად გამოაჩინა სრულიად შეუძლებელი იგავითა მით ნემსისაჲთა; გარნა შეუძლებელი იგი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს.
მათეს სახარება 19:24
23-24. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. - მდიდარი, ვიდრე მას ჭარბი ქონება აქვს, მაშინ, როცა სხვებს აუცილებელიც აკლია, ცათა სასუფეველში ვერ შევა. ხოლო უკეთუ ყოველივეს დათმობს, ცხადია, სასუფეველში კი შევა, მაგრამ მდიდარი აღარ იქნება, რადგან ბევრის მქონეს იქ შესვლა ისევე არ შეუძლია, როგორც აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომა. დაუკვირდი, რომ ქრისტემ ზემოთ თქვა: ძნელად შევაო, აქ კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ შევა. ზოგიერთები აქლემში ცხოველს კი არ გულისხმობენ, არამედ მსხვილ თოკს, რომელსაც მეზღვაურები ღუზის ჩაშვებისას იყენებენ.
25-26. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. - მოწაფეებმა, რომელნიც კაცთმოყვარენი იყვნენ, ეს საკუთარი თავისთვის კი არ იკითხეს (რადგანაც თვითონ ღარიბები იყვნენ), არამედ საერთოდ...
...ერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.“** (); და კვლავ: „მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.“ (); და კვლავ: „უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.“ (). სწორედ ამისთვის იღებს მდიდრებს, რათა ეს სიტყვები მოისმინონ, საუკუნო სიმდიდრე ინატრონ და ზეცაში არსებული სიკეთეები მოისურვონ. და რა გიკვირს, თუ ასეთთა თავისი კარიბჭეების წინ დასმას არ თაკილობს? რადგან თავის სულიერ ტაბლასთან მათ მიწვევასაც არ თაკილობს და იმ ნადიმში წილის მიცემას; არამედ კოჭლი და საპყარი, მოხუცი, ძონძებში ჩაცმული, ჭუჭყიანი და ცხვირმოდენილი, ლამაზ ჭაბუკთან ერთად და თვით მეფესთან ერთადაც, რომელსაც მეწამული მოსასხამი აქვს მოსხმული და გვირგვინი თავზე ადგას, ტაბლაში მონაწილეობის მისაღებად მოდის, სულიერი ნადიმის ღირსი ხდება, ორივე ერთი და იმავეთი ტკბება და არავითარი განსხვავება არ არის.
5. გლახაკთა მოწვევა და ზეციური საზღაური
მაშ, ქრისტე არ იუკადრისებს, რომ ისინი მ...