მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 21:14

13. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.
მათეს სახარება თავი 21
14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი“ (21,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ძალი და ჴელმწიფებაჲ თჳსი უჩუენა, რაჲთა ყოვლით კერძო უსიტყუელ იყვნენ, ხოლო იგინი უკეთურებასავე ზედა თჳსსა ეგნეს. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და ესმოდა ღაღადებაჲ იგი ყრმათაჲ და შეიშთვებოდეს შურისაგან, ვითარცა ესერა გუესმა:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:10-16 — ტაძრის განწმენდა, განკურნებანი და ყრმათა ქება:

10-11. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. - გულუბრყვილო, უბრალო ხალხს, მართალია, არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. მაგრამ რადგანაც ეს სიტყვა წინასწარმეტყველი არტიკლთან ერთად თქვეს (ο προφήτης), შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ და რომლის შესახებაც მოსემ თქვა: ღმერთი თქვენ წინასწარმეტყველს აღგიდგენთო (II შჯ. 18.18). ხალხს ხომ არ უთქვამს: ეს არის წინასწარმეტყველი (ούτός εστι προφήτης), არამედ წინასშარმეტყველი იგი (ὁ προφήτης), ე. ი. ვისაც ველოდით.

12-13. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. - ვითარცა უფალმა სახლისა ანუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის