თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე უმეტესად ქრისტეს შეჰგვანდა თქუმად მათდა, ვი-თარმედ: არა გესმისა, რასა-ესე იტყჳან? რამეთუ ვითარცა ღმერთსა უგალობდეს. ვინაჲთგან უკუე მათ მიუთხრეს, იხილა უგულისჴმოებაჲ მათი და ჰრქუა მხილებისა წესითა:
მათეს სახარება 21:15
14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.16. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?
მათეს სახარება თავი 21