თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა დიდი ბრალობაჲ არს, უკუეთუ ვის სახე და წესი წინამძღურობისაჲ აქუნდეს და არა სარგებელ ეყოფოდის კაცთა. ხოლო უკუეთუ ავნებდესცა და აყენებდეს შესლვად ცხორებასა, რაჲ-მე იყოს ნუგეშინის-ცემაჲ მისი? ესრეთ იყვნეს უღმრთონი იგი; ოდეს უბრძანებდიან, ესოდენ დაამძიმიან ტჳრთი სხუათა ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ უძლის ტჳრთვად, ხოლო ოდეს მათ უჴმნ კეთილისა რაჲსმე ყოფად, ესოდენ წინააღმდგომსა იქმოდიან, ვიდრეღა სახე ბოროტისა ექმნიან ყოველთა. ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმედ ეპყრა სხუათა წარწყმედაჲ. რამეთუ საქმე მოძღურისა და წინამძღურისაჲ არს მოძიებაჲ და ცხორებაჲ წარწყმედულთაჲ, ხოლო წარწყმედაჲ ცხორებად მიმავალ-თაჲ საქმე არს უშჯულოთაჲ. არამედ ისმინეთ კუალად სხუაჲცა უძჳრესი ბრალობაჲ მათი:
მათეს სახარება 23:14
13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.
მათეს სახარება თავი 23