ყოველმან რომელმან შრომით რაჲმე მოიგის, ჰრიდებნ წარწყმედასა შრომით მოგებულისასა, ხოლო იგინი არცა თუ შრომით მოპოვნებულ-თა მათ ჰრიდებდეს. ამით სიტყჳთა ორსა ბრალობასა მათსა გამოაჩინებს: ერთად, ფრიად უჴმარობასა და ვერაგობასა, მოქცევად ვიეთმე წარმარ-თობისაგან, და ვითარმედ ფრიადითა შრომითა ძლით ერთი ვინმე ანუ ორი მოიგიან; რამეთუ მწირ მათ ეწოდებოდა, რომელნი წარმართთაგან ჰურიობად მოიქციან. და მეორე ბრალი მათი, რამეთუ რომელიცა სადმე მოიგიან მწირი, არა მცველ იქმნიან ცხორებისა მისისა და მასწავლელ უმჯობესისა, არამედ განმცემელ და მიზეზ წარწყმედისა და სახე ბოროტისა თჳსთა საქმეთაგან; რამეთუ ოდეს მოწაფე ხედვიდეს მოძღუარსა ბოროტისა მოქმედად, უძჳრეს იქმნების. რამეთუ ოდეს მოძღუარი კეთილ იყოს და სათნოებათა მოქმედ, მოწაფეცა ჰბაძავნ სადმე; ხოლო ოდეს მოძღუარი ბოროტსა იქმოდის, მოწაფე უძჳრესღა იქმნების სიადვილისა მისთჳს უკეთურებისა. „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა“. - ესე იგი არს, ყოვლითურთ ნაწილ გეჰენიისაო ორ წილ თქუენსა; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგინიცა ნაწილნი არიან გეჰენიისანი და მოძღუარნი ბოროტისანი, რომელნი-იგი ყოვლით კერძო წარწყმედისა მასწავლელ იყვნეს და არა...
მათეს სახარება 23:15
14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.
მათეს სახარება თავი 23