მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 24:24

23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.
მათეს სახარება თავი 24
24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველითგანვე ორისა ამის პირისათჳს ჰკითხეს მოციქულთა: მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა და მეორედ მოსლვისათჳს უფლისა. რამეთუ ოდეს-იგი მოუჴდეს და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა, და თავადმან მიუგო, ვითარმედ: „ამენ გეტყჳ თქუენ, არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“; მერმე, დაჯდა რაჲ მთასა ზეთისხილისასა, მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე ყოველი?“ ესე იგი არს, ოდეს იყოსო, რომელ ესევითარნი საქმენი იქმნესმცა, რომელ აქა ქვაჲ ქვასა ზედა არა დაშთეს, „და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ხოლო უფალმან მოოჴრებისა მის იერუსალჱმისა და წარწყმედისათჳს ერისა მის ჰურიათაჲსა და დარღუევისათჳს ტაძრისა მიუთხრა, რაოდენ ჯერ-იყო, და ამას ზედა დაასრულა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს, რომელ არიან მორწმუნენი, შემოკლდენ დღენი იგი“.

ამიერითგან იწყებს მეორედ მოსლვისა თჳსისათჳს თხრობად: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. ოდეს „მაშინ“? გულისჴმა-ყავ კეთილად, რამეთუ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ამას ადგილსა ესე სიტყუაჲ, თუ:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:21-25 — დიდი ჭირი და ცრუ წინასწარმეტყველნი:

21-22. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. - და იყი მაშინ მწუხარება აუტანელი, რადგან რომაელ მეომრებს ებრძანათ არავინ დაენდოთ. მაგრამ ღმერთმა იმათ გამო, რომელთაც რწმენის მიღება განზრახული ჰქონდათ, ან უკვე ირწმუნეს, არ დაუშვა სრული განადგურება ერისა, არამედ უბედურებანი და ომი შენყვიტა, რადგან ომი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ყველანი, ვინც ქალაქში იყვნენ დარჩენილები, შიმშილისაგან ამოწყდებოდნენ. ზოგიერთები ამაში ანტიქრისტეს დღეებს გულისხმობენ, მაგრამ აქ საუბარია, არა ანტიქრიტეს, არამედ იერუსალიმის აღების შესახებ. წინასწარმეტყველება ანტიქრისტეზე ამის შემდეგ იწყება; აბა, მოუსმინე:

23-25. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. - რადგანაც...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყურთა ქავილი და სიმართლის გვირგვინი:

...ვ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ“** (). ხედავ, რომ სწორედ ამისთვის ამბობს ამას წინასწარ?

რადგან ქრისტეც აღსასრულის წინ ამბობდა, რომ „რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი“ (); ასევე ესეც, როცა წასვლას აპირებდა, ამას ამბობდა. „ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა“ (). „ძჳრსა იხილევდ“ ანუ: იშრომე, წინასწარ მიუსწარი, ვიდრე ის ხრწნილება მოვიდოდეს, ცხვრები უსაფრთხოდ დააყენე, სანამ მგლები ჯერ არ არიან; ყველგან იტანჯე. „საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე“ (). მაშ, მახარებლის საქმე ეს ყოფილა: იტანჯებოდეს საკუთარი თავისაგანაც და გარეშეთაგანაც. „მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე“ (), ანუ აღავსე. აჰა, ტანჯვის სხვა ა...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს დიდება და ანტიქრისტეს გამოცხადება:

...საუბრობს და დიდ საიდუმლოებებს ააშკარავებს. რა არის განდგომილება? თვით ანტიქრისტეს უწოდებს განდგომილებას, რადგან მრავალს წარწყმედს და განდგომაში ჩააგდებს; როგორც ამბობს: „ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა.“ (). მას ცოდვის კაცსაც უწოდებს; რადგან უთვალავ საშინელებას ჩაიდენს და სხვებსაც საშინელებათა ჩასადენად მოამზადებს. ხოლო წარწყმედის ძეს მას იმის გამო უწოდებს, რომ თვითონაც წარწყმდება.

ვინ არის იგი? ნუთუ სატანაა? არავითარ შემთხვევაში; არამედ ვიღაც კაცი, რომელიც მის მთელ მოქმედებას იღებს; და ამბობს: „და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად“ (). რადგან იგი კერპთაყვანისმცემლობაში კი არ წაიყვანს, არამედ ღმერთის მოწინააღმდეგე ვინმე იქნება,...

სრულად ნახვა