თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო შენ ოდეს ესე გესმას, მორწმუნეო, ვითარმედ რჩეულთა მათ შეჰკრებენ ანგელოზნი, გულისხმა-ყავ დაშთომილთა მათ ჭირი და ტანჯვაჲ: პირველად, იხილონ რაჲ მომავალი უფალი, იტყებდენ; მერმე, განირჩინენ რაჲ და განეშორნენ რჩეულთაგან, - ესე მეორე განსაცდელი. ხოლო დაშთომილნი იგი სატანჯველად მიეცემიან. ჵ უკუანაჲსკნელი იგი წარწყმედაჲ! და ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, ეგრეთვე აქა თქუა: „მაშინ იტყებდენო ტომნი ქუეყანისანი“, რომელთა არარაჲ მოიგეს ნაწილი ზეცისა კეთილთაჲ, არამედ იყვნეს ყოვლითურთ მიწა და ქუეყანისა საქმეთა დამონებულ. რამე-თუ ვინაჲთგან წარმოუთხრა ბრძოლანი იგი ბოროტნი და ტყუეობანი, რომელნი შემთხუევად იყვნეს ჰურიათადა, რაჲთა ცნან, ვითარმედ აქაცა ძჳრი შეემთხჳოს და მუნ იტანჯნენ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: იტყებდენ და რჩეულთაგან განეშორნენ და მიეცნენ გეჰენიასა ცეცხლისასა. ამათ სიტყუათა მიერ მოწაფეთა გულსა მხიარულ-ჰყოფს, რაჲთა ცნან, რაოდენთა ბოროტთაგან იჴსნებიან და რაბამთა კეთილთა...
მათეს სახარება 24:31
30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
მათეს სახარება თავი 24