მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 24:40

39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
მათეს სახარება თავი 24
40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკაჲს სახარებასა ესრეთ წერილ არს: „მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს“. და ესე ყოველნი სახენი წარმოთქუნა - ერთად, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მეცნიერ არს კეთილად დღესა მას და ჟამსა; მეორედ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ მოულოდებელად და უცნაურად მოწევნად არს დღჱ იგი. ამისთჳს დღენიცა ნოვესნი აჴსენნა, ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფაჲ თქუა და ველსა სლვაჲ და წისქჳლსა ფქვაჲ; და ამით ყოვლითა მოასწავებს, ვითარმედ უზრუნველად რაჲ იყვნენ, მოიწევის; რამეთუ ცხედარსა ზედა წოლაჲ და ველსა სლვაჲ უზრუნველობისა სახჱ არს. და კუალად ამათ იგავთა მიერ ამასცა გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ დიდებულთაგანნიცა და გლახაკთაგანნი რომელნიმე აღიტაცებიან მართალთა თანა ჰაერ-თა ზე შემთხუევად უფლისა, და რომელნიმე დაშთებიან ქუე, მონანიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს ძუელსა შინა, ვითარმედ:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:36-41 — დღე და ჟამი უცნობია:

36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. - აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არცა ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს, ხოლო სიტყვებითგარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისაკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა: მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდათ. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა. ისევე როგორც მამებს ხშირად უჭირავთ ის, რასაც ბავშვები ეძებენ, მაგრამ რადგან მიცემა არ უნდათ, მალავენ და ეუბნებიან, ჩვენ არ გვაქვს ის, რასაც თქვენ ეძებთო, და ბავშვებიც ტირილს წყვეტენ, ასევე უფალიც მოციქულთა დასაწყნარებლად, რომელთაც დღისა და საათის შეტყობა სურდათ, ამბობს, რომ არც მე ვიცი, არამედ მხოლოდ მამამო. სინამდვილეში კი იმაზე, რომ მან ის დღეც იცის და საათიც, მრავალი რამ მეტყველებს. ყოველივე, რაც მამას აქვს, აქვს ძესაც, უკეთუ მამამ იცის ის დღე, იცის იგი...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. განკითხვის ძრწოლა და სასჯელის უცილობლობა:

...ორად კი საყვირთა ხმა. როგორი ძრწოლა შეიპყრობს, როგორი შიში მოიცავს მიწაზე დარჩენილებს? რამეთუ „ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.“ (); და კიდევ: „ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.“ (). როგორი იქნება იმათი სული, როცა ერთებს აყვანილებს იხილავენ, ხოლო საკუთარ თავს დატოვებულებად დაინახავენ? განა ეს მათ ყოველ გეენაზე უფრო საშინლად არ შეძრავს? მაშ, სიტყვითვე დავუშვათ, რომ ეს უკვე დამდგარია. თუ უეცარი სიკვდილი, ქალაქების მიწისძვრები და მუქარები ჩვენს სულებს ასე აქცევს, მაშინ, როცა მიწას გაპობილსა და ყველა იმ ადამიანით სავსეს ვიხილავთ, როცა საყვირებს მოვისმენთ, როცა მთავარანგელოზის ხმას მოვისმენთ, რომელიც ყოველ საყვირზე ბრწყინვალეა, როცა ცას შეკრებილს ვიხილავთ, როცა თვით ყოველთა მეუფე ღმერთს მომავალს ვიხილავთ, როგორი იქნება ჩვენი სული? შევძრწუნდეთ, გთხოვთ, და შეგვეშინდეს, თითქოს ეს უკვე ხდება; თავს ნუ ვინუგეშებთ გადადებით, რადგან როდ...

სრულად ნახვა