მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 26:10

9. ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:11. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
მათეს სახარება თავი 26
10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და თქუეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? შესაძლებელ იყო განსყიდად ესე დიდძალის და მიცემად გლახაკთა. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“ (26,8-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ აქუნდა მათ ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ? ასმიოდა სიტყუაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ ეთქუა: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. და სხუაჲ მრავალი ეთქუა მოწყალებისათჳს გლახაკთაჲსა. ამის ყოვლისაგან ჰგონებდეს, თუ აწცა უმეტესად სთნდეს ღმერთსა მიცემაჲ გლახაკთაჲ. გარნა განმკითხველი იგი გულთაჲ და მხედველი იგი დაფარულთაჲ ხედვიდა გონებასა მის დედაკაცისასა და არა გარემიაქცია შესაწირავი მისი, არამედ დიდითა სახიერებითა შეუნდო თავსაცა მისსა დასხმად ნელსაცხებლისა მის. რამეთუ მან სახიერმან ცხორებისათჳს კაცთაჲსა თავს-იდვა განკაცებაჲ და შობაჲ დედაკაცისაგან და სძითა გამოზრდაჲ და სხუაჲ ყოველივე ბუნებისა ჩუენისაჲ. ეგრეთვე ესეცა აწ თავს-იდვა ცხორებისა მისისათჳს. რამეთუ ძუელსაცა შინა შესაწირავთა მრგულიადდასაწუველთა შესწირვიდეს და ცმელსა აკუმევდეს და ზეთსა შესწირვიდეს. და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა ღმერთი შეიწირვიდა, რაჲთა ჟამსა თჳსსა სრული იგი შესაწირავი ასწაოს. ეგრეთვე აქა უძლურებისაებრ დედაკაცისა მის სარწმუნოებაჲ იგი მისი შეიწირა და ნელსაცხებელი მიითუალა და მოწაფეთა აბრალებს, რომელ-იგი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:6-13 — მირონის ცხება ბეთანიაში:

6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. - ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და "მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი", ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...მოწაფეთა მიმართ თქუმულ არს, და-ღაცათუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამეთუ ვინაჲთგან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმან ნუგეშინის-ცემაჲ მისი და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო“. ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.

ამის ყოვლისაგან ცხად არს, ვითარმედ ესე იყო პირი სიტყუათა მის-თაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, მაშინ აღმოცენებული, არა განაჴმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩუენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყუათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქუმულ არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა...

სრულად ნახვა