მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 26:31

30. იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.31. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.32. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ.
მათეს სახარება თავი 26
31. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსსა, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსანი“ (26,31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჰრქუა, რაჲთა წერილნიცა გულისჴმა-უყვნეს, ვი-თარმედ ყოველივე წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲთვე ქადაგეს, რაჲ-იგი ყოფად იყო მის ზედა; და რაჲთა ცნან, ვითარმედ განგებითა და ნებითა ღმრთისაჲთა ჯუარს-ეცუმოდა და ვითარმედ იგივე იყო ძუელისაცა შჯულისა უფალი.

და ჩუენ გუასწავებს ცნობად, ვითარ იყვნეს მოწაფენი პირველ ჯუარცუმისა უძლურ და მოშიშ, და შემდგომად აღდგომისა ესრეთ მჴნე და ახოან იქმნეს, ვიდრეღა ყოველი სოფელი მოიმორჩილეს მადლითა და შეწევნი-თა ქრისტჱსითა, ვითარცა აწ ეტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:30-36 — მოწაფეთა განბნევისა და პეტრეს უარყოფის წინასწარმეტყველება:

30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. - შემდგომად სერობისა იგალობეს, რათა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რომ არ ეფიქრათ, გაიქცაო, არა სხვაგან სადმე, არამედ ზეთისხილის მთაზე, იუდეველთათვის არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადგილას მიდის. ამასთან, ტოვებს რა მას, სისხლმოწყურებულ ქალაქს შორდება, რათა დევნილს შემდგომში ემხილებინა ისინი, რომ განშორებულს დაედევნენ.

31-32. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას. - ვითარცა ღმერთი მომავალზე წინასწარმეტყველებს და მოწაფენი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის თავს საყვედურობს, როცა ამბობს, რომ დაწერილია: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი, რაც ნიშნავს: მე თქვენ შეგაკავშირეთ, მაგრამ ჩემი წასვლით განიბნევით (დაიფანტებით). რადგანაც მამამ იუდეველთაგან ძის ჯვარზე გაკვრა დაუშვა, ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ძეს მამა დასცემს. შეეძლო რა ხელის შეშლა მათთვის, მაგრამ არ შეუშალა და დაუშვა, რის გამოც...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...იყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა"** ().

მოძღვრისთვის აუცილებელია საფრთხეთა მოთმინება — და მოწაფეებზე ბევრად მეტისა. რამეთუ ამბობს: „დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი" (). ვინაიდან ეს ასე ხდება, ეშმაკი მათ წინააღმდეგ უფრო მძაფრად ქრის, რადგან მათ მოსპობასთან ერთად სამწყსოც იფანტება. რამეთუ როცა ცხვრებს კლავს, სამწყსოს ამცირებს; მაგრამ როცა მწყემსს შუაგულიდან მოაშორებს, მთელ სამწყსოს ღუპავს. ამიტომ, ვინაიდან ნაკლები შრომით უფრო დიდ ქმნის და ერთი სულის დაღუპვით ყველაფერს აზიანებს, მათ უფრო მეტად ესხმის თავს.

ამიტომ თავიდანვე, თვით შესავლიდან, სულს აღამაღლებს და ამბობს: მაცხოვარი ღმერთი გვყავს, ხოლო სასოება — ქრისტე. ბევრს ვითმენთ, მაგრამ დიდი სასოებები გვაქვს; საფრთხეში ვართ, ჩვენ წინააღმდეგ მზაკვრობენ, მაგრამ გვყავს მხსნელი — არა ა...

სრულად ნახვა