თ ა რ გ მ ა ნ ი: „ჰრქუა მათ პილატეო: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ?“ ოდეს სხჳთა სახითა ვერ დაარწმუნა, მერმე ესე თქუა, რამეთუ ჰგონებდა, თუ ჰრცხუენოდის თქუმად, ვითარმედ: ჯუარს-აცუ; და უმეტესად დაამძიმა ტჳრთი მათ ზედა, ოდეს ყვნა იგინი უფალ საქმისა მის. ხოლო იხილნა რაჲ, ვითარმედ მოუდრეკელ იყვნეს გულნი მათნი და უფროჲსღა შფოთსა იქმოდეს და ჴმობდეს: „ჯუარს-აცუ“, დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ მე“. თქუღა, ცოფო და განლიგებულო კაცო, ვინაჲთგან იცი, ვითარმედ ბოროტი არარაჲ უქმნიეს, და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა. გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ...
მათეს სახარება 27:22
19-26. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. - ჰოი საოცრებავ! პილატესაგან განსჯილმა მისი ცოლი შეაშინა. თვითონ კი არ ნახა სიზმარი, არამედ ცოლმა, ან იმიტომ, რომ...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის