თ ა რ გ მ ა ნ ი: „ჰრქუა მათ პილატეო: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ?“ ოდეს სხჳთა სახითა ვერ დაარწმუნა, მერმე ესე თქუა, რამეთუ ჰგონებდა, თუ ჰრცხუენოდის თქუმად, ვითარმედ: ჯუარს-აცუ; და უმეტესად დაამძიმა ტჳრთი მათ ზედა, ოდეს ყვნა იგინი უფალ საქმისა მის. ხოლო იხილნა რაჲ, ვითარმედ მოუდრეკელ იყვნეს გულნი მათნი და უფროჲსღა შფოთსა იქმოდეს და ჴმობდეს: „ჯუარს-აცუ“, დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ მე“. თქუღა, ცოფო და განლიგებულო კაცო, ვინაჲთგან იცი, ვითარმედ ბოროტი არარაჲ უქმნიეს, და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა. გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ...
მათეს სახარება 27:23
22. ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას!23. ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!24. და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ.
მათეს სახარება თავი 27