მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 27:61

60. და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.61. იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.62. ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე
მათეს სახარება თავი 27
61. იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას“ (27,61).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათიცა გული მჴურვალე იყო და უშიშ. ამისთჳსცა განუშორებელ იყვნეს საფლავისაგან და ეძიებდეს ჟამსა მიღებად ნელსაცხებელი და ცხებად გუამსა უფლისასა, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯერეთ მცველნი დგეს მუნ და ერი მრავალი იქცეოდა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:54-61 — ასისთავის აღსარება და იოსების მიერ დაკრძალვა:

54-56. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. - სასწაულთა წყალობით, წარმართმა ასისთავმაც ირწმუნა იმათთან ერთად, ვინც იმ დროს იქ იყო. იუდეველები კი, რომელნიც წინასწარმეტყველებსა და სჯულს უსმენდნენ, ურწმუნოებად დარჩნენ. ასეთია ბოროტი მედიდურობა! შემდეგში ეს ასისთავი ქრისტესათვის ეწამა კიდეც. როცა ქალებმა იხილეს, რაც მოხდა, ეს თანაგრძნობის უნარით ყველაზე აღმატებული და გაკიცხული მოდგმა, სიკეთეთა განჭვრეტით ყველაზე ადრე დატკბა. ისინი მამაცურად იდგნენ მაშინაც კი, როცა მოწაფენიც გაიქცნენ. მარიამში - იაკობისა და იოსეს დედაში, მახარებელი ღმრთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსე იოსების შვილები იყვნენ პირველი ცოლისაგან, რამდენადაც ღმრთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, შესაბამისად ამისა, იგი მისი შვილების დედადაც, ანუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის