მარადის საცთური თავსა თჳსსა დაჰჴსნის და ჭეშმარიტებასა უნებლიეთ შეეწევის, ვითარცა-ესე აწცა იქმნა. და გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარ ჯერ-იყო, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მოკუდა ქრისტჱ ჴორცი-თა და დაეფლა და აღდგა. და ესე ყოველივე სარწმუნო იქმნა უფროჲსად სიტყუათა მათგან ჰურიათაჲსა, რამეთუ იტყოდეს: „მოვიჴსენეთო, რამე-თუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“. აჰა წამებაჲ სიკუდილისა მისისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად თავს-იდვა სიკუდილი. „აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგიო“. აჰა წამებაჲ, ვითარმედ დაეფლა. „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი“. აჰა კუალად წამეს, ვითარმედ: უკუეთუ დაიკრძალოს საფლავი იგი, არღარა აქუს სიტყუაჲ თქუმად, თუ: წარიპარეს, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ჭეშმარიტად აღდგა. ჰხედავთა, ვითარმედ უნებლიეთ თანაეწამებიან ჭეშმარიტებასა? და იხილეთ ჭეშმარიტებისმეტყუელებაჲ მოციქულთაჲ, ვითარ სიტყუათა მათ მტერთასა არა დაჰფარვენ, დაღაცა-თუ საყუედრელ იყვნენ. რამეთუ აჰა ესერა მაცთურით ხადეს უღმრთო-თა მათ და მაცთურთა მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა, და არცა ესე დაიდუმეს მახარებელთა აღწერად, რაჲთა...
61. იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.62. ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე63. და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
მათეს სახარება თავი 27