მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 3:10

9. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.10. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.11. მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.
მათეს სახარება თავი 3
10. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო შესაძრწუნებელ-ყო სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ მასცა დიდსა კადნიერებასა მისცემდა სიმაღლე იგი სათნოებათა მის-თაჲ, და იგინიცა დიდისა მხილებისა და შეშინებისა ღირს იყვნეს, რამეთუ ქუეყანაჲ იგი გულთა მათთაჲ მრავლით ჟამითგან დაკორდებულ იყო, სრულად უნაყოფო და უქმ. ამისთჳს ეტყჳს: გარქუ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ უკეთურებასა ზედა თქუენსა ეგნეთ, განჰვარდეთ სრულიად შვილებისაგან აბრაჰამისა და სხუანი იხილნეთ შესრულნი თქუენსა მას პატივსა. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ აქამდის ოდენ იყოს პატიჟი თქუენი, არამედ უმეტესსაცა ღირს იქმნეთ ტანჯვასა, „რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“.

არარაჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:7-10 — ფარისეველთა და სადუკეველთა მხილება:

7. და ვითარცა იხილა მრავალი ფარისეველი. - ფარისეველი ითარგმნება როგორც "გამოყოფილი", რადგანაცც ისინი ცხოვრებითაც და ცოდნითაც გამოყოფილნი იყვნენ და სხვებზე ბატონობდნენ. და სადუკეველნი. - ამათ არც მკვდართა აღდგომისა სწამდათ, არც ანგელოზი და არც სული. სადუკეველნი ითარგმნება როგორც "მართაღნი", რადგანაც "სედეკი" სიმართლეს ნიშნავს. ისინი თავიანთ თავს "მართლებს" ან თვითონვე უწოდებდნენ, ან ასე მათ ერესის მამამთავრის, სადოკის გამო ეწოდათ. მომავალნი ნათღის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ. - რადგანაც ფარისეველნი და სადუკეველნი სხვებისაგან განსხვავებით წრფელი განზრახვით არ მიდიოდნენ, ამიტომაც საყვედურობს მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? - იცის რა მათი გულარძნილობა, მკაცრად მიმართავს, თუმცა აქებს კიდეც, როცა ეუბნება: "ვინ გიჩუენა"-ო. წინამორბედს უკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ ბოროტ მოდგმას სინანული აღეძრა. იქედნეს ნაშობთ იმიტომაც უწოდებს, რომ ამათ ისე დახოცეს თავიანთი მამები, ანუ მოძღვარნი და წინასწარმეტყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება. მერმისა მისგან რისხვისა. -...

სრულად ნახვა
თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).:

...არა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდარ-ქმნულთა მათ შეცოდებითა წარმართთა, ვითარმედ: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (), და "ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს" (), რაჲთა შიშითა თქუმათა და აღთქუმათაჲთა მოიქცენ ბოროტისაგან, და თჳთ ჴორცთავე შინა მყოფთა აწვე დასაჯნენ თავნი მათნი, ნაცვალად პირველ ქმნულთა ბოროტთა სინანულითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და გლოვითა, და ყოვლითა საწუთროჲსა ამის ღუაწლითა და შრომითა, რაჲთა საუკუნოდ ცხონდენ სულითა, ვითარცა თჳთ-დამშჯელობითა თავთა თჳსთაჲთა სოფელსა ამას, განრომილნი მერმისა მისგან საუკუნოჲსა საშჯელისა და ღირსქმნულნი ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ამით სახითა იქმნების განხრწნაჲ გარეშისა კაცისაჲ და განახლებაჲ შინაგანისაჲ, რაჟამს სიკუდილი იესუჲსი ჴორცთა შინა მოაქუნდეს მოღუაწეთა მათ. და ცხოველ იყვნენ არღარა სოფლისა ამის, არცა თავთა თჳსთა, არამედ ქრისტესსა, რომლისა თანა დაფარულ არს ცხორებაჲ მათი, რომელნი ჯუარს-ეცუნეს სოფლისა და სოფელი ჯუარს-აცუეს მათდა, რაჲთა ცხოველ იქმნენ ღმრთისა და სულითა მოაკუდინეს ზრახვაჲ ჴორცთაჲ. თქუმულ არს ვიეთგანმე, ვითარმედ ამისთჳს ეხ...

სრულად ნახვა