მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 5:18

17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
მათეს სახარება თავი 5
18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტი მარტოჲ ერთი რქაჲ არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდე ყოველი იყოს“ (5,18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: შეუძლებელ არს ყოვლადვე დაშთომად რაჲმე აღუსრულებელად, არამედ ყოვლისა უმცირესიცა აღსრულებად არს. ხოლო ვინ აღასრულა ყოველივე შჯულისა და წინაწარმეტყუელთა თქუმული დაუკლებელად? გარნა მან მხოლომან, რომელი მოვიდა ყოვლისა სიმართლისა აღსრულებად და წარწყმედულთა ცხორებად. ხოლო აქა მოასწავა შეცვალებაჲცა იგი ყოვლისა სოფლისაჲ არა ცუდად, არამედ რაჲთა აღამაღლოს გონებაჲ მსმენელისაჲ გულისჴმის-ყოფად, რაჲთა ცნას, ვითარმედ ახალი ყოფად არს სოფელი, და სხუად მამულად იწოდების ნათესავი კაცთაჲ. ამისთჳსცა ახალი მოქალაქობაჲ სამართლად განეწესების, მახლობელი ყოფადისა მის უხრწნელებისა და უვნებლობისაჲ.

მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:17-20 — სჯულის აღსრულება:

17. ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. - რადგანაც ახალი სჯულის შემოღება აქვს განზრახული, ღმრთის მოწინააღმდეგედ რომ არ ჩათვალონ და მრავალთა მხრიდან ამგვარი ეჭვიც აიცილოს, ამბობს, რომ მოვიდა არა დასახსნელად სჯულისა, არამედ უფრო აღმასრულებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.

18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის