მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 5:17

16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
მათეს სახარება თავი 5
17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

ვინ აბრალა ესე, ანუ ვინ ჰრქუა, თუ დაჰჴსნი შჯულსა და წინაწარმეტყუელთა, რომელ ამას იტყჳს, თუ: „არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“? რამეთუ არცა სიტყუათა მისთაგან გამოჩნდებოდა ესევითარი იჭჳ, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და სიმშჳდე და მოწყალებაჲ და სიმართლე და სიწმიდე გულისაჲ და მშჳდობაჲ და სხუაჲ იგი, რომელი თქუა, შჯულისავე დამამტკიცებელ იყვნეს, არა წინააღმდგომ. ვინაჲთგან უკუე არავინ ეტყოდა ჟამისად ესევითარსა, რაჲსათჳს იგი პასუხსა ამას მიუგებს, ვითარცა თქუმულისა მიმართ სიტყჳსა? გარნა არა ცუდად და ამაოდ ქმნა ესე, არამედ ფრიად და ჯეროვნად და კეთილად, რამეთუ ეგულებოდა ფრიად უზეშთაეს ძუელისა მის მცნებათა დადებად. ესე იგი არს: „გასმიესო, რამე-თუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არცა თუ განრისხებად ყოლადვე. გასმიეს: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არცა თუ მიხედვად გულისთქუმით დედაკაცისა. კუალად გასმიეს: არა ცილი ჰფუცო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლადვე. გასმიეს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:17-20 — სჯულის აღსრულება:

17. ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. - რადგანაც ახალი სჯულის შემოღება აქვს განზრახული, ღმრთის მოწინააღმდეგედ რომ არ ჩათვალონ და მრავალთა მხრიდან ამგვარი ეჭვიც აიცილოს, ამბობს, რომ მოვიდა არა დასახსნელად სჯულისა, არამედ უფრო აღმასრულებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.

18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,42).:

...ედ უკუეთუმცა ჰრწმენა, არად საჴმარ იყო ლოცვაჲ. რამეთუ უკუეთუმცა არა იყო ლოცვაჲ იგი მისდა არასაჴმარ, რაჲსათჳს მათ ზედა დადვა მიზეზი იგი ლოცვისაჲ? ანუ რაჲსათჳს არა თქუა: რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ვარ სწორ შენდა? არამედ რაჟამს-იგი ჰგონებდეს, თუ დაჰჴსნის შჯულსა, ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“; ხოლო ამისთჳს არაოდეს თქუა, ვითარმედ: არა ვარ სწორ, არამედ მარადის სწორებასა თჳსსა დაამტკიცებს მამისა თანა. გარნა იტყჳს მწვალებელი: და არა თქუაა, თუ: „არა მოვედ, რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი“? არამედ ესეცა სიტყუაჲ მათისა უძლურებისათჳს თქუა და მისვე მიზეზისათჳს, რომლისათჳს იყო ლოცვაჲცა.

რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არარაჲ არს წინააღმდგომი ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა უკუე ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“, არა ამას მოასწავებს, თუ მას თჳთ ვერ ძალ-ედვა; რამეთუ უკუეთუ არა ძალ-ედვა, არცამცა იცოდა, თუ ისმენს ღმერთი, და უკუეთუმცა არა იცოდა, ვითარ იტყოდა, ვი-თარმედ: „წარვალ, რაჲთა განვაღჳძო იგი“? და მოასწავებდა სასწაულსა მას პირველითგან, ვითარცა უკუე ესე არა უძლურებისა სახე არს, არამედ ერთობისაჲ. ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...ივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, - ესე ყოველი სწორებისა მომასწავებელი არს. და შჯულისათჳს უკუე იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰგონებთ, თუ მოვედ დაჴსნად შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა“. ესრეთ იცოდა უკეთურებათა მათცა გონებისათა აღჴოცად, ხოლო სწორებისა მის გულისსიტყუასა მათსა არა თუ ოდენ არა აღჰ-ჴოცს, არამედ დაამტკიცებსცა. ამისთჳსცა სხუასა ადგილსა თქუეს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“. ; ; და იგი უკუე ერთი ბრალობაჲ მათი დაამტკიცა, რამეთუ გამოაჩინა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არამედ ყოველსავე სწორებითა მისითა იქმს. ხოლო აქა მეორისა მის ბრალობისათჳს წინააღუდგების, რომელსა იტყოდეს იგინი დაჴსნისათჳს შაბათისა, და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ:...

სრულად ნახვა