თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზემოთქუმული იგი ყოველივე კეთილად განაწესა და შუენიერად, აწ ესერა სხუაჲ სახე გჳჩუენა მრუშებისაჲ. წეს იყო ძუელსა მას შჯულსა შინა, რაჟამს მოიძულის ვინ ცოლი თჳსი რომლითაცა სახითა, ჴელ-ეწიფებოდა განშორებად მისა და სხჳსა შერთვად, გარნა არა წეს იყო ესრეთ განტევებად, არამედ მიეცინო წიგნი განსატევებელი, რაჲ-თა არღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ ეთქუა, არამედ მიეცამცა ჴელმწიფებაჲ განტევებულისა მის კუალად შერთვად, ფრიადიმცა იყო შფოთი და უწესოებაჲ და განცხადებული მრუ-შებაჲ. ამისთჳს განაწესა წიგნი იგი განსატევებელი დაწერად, რაჲთა არ-ღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად განტევებულისა მის. ხოლო ესევითარი ესე რჩულის-დებაჲ ფრიადისა მის უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა განეწესა, რამეთუ უკუეთუმცა აიძულა მოძულებულისა მის დამჭირვად, მოკლამცა მოძულემან მან ქმარმან ცოლი თჳსი. რამეთუ ესრეთ უკეთურ იყვნეს ჰურიანი, რომელნი-იგი შვილთა თჳსთა დაჰკლვიდეს და წინაწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს და ყოვლითურთ მოსისხლე და ურჩულო იყვნეს, ოდესმცა ჰრიდეს ცოლთა თჳსთა მოკლვად? ამისთჳს შეუნდო უმცირესისა ამის უწესოებისა ყოფად, რაჲთა არა უძჳრესი...
30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
მათეს სახარება თავი 5