თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ასოთათჳს იტყჳს. ნუ იყოფინ! რამეთუ არასადა იტყჳს ბრალსა ასოთასა, არამედ მარადის ბრალობაჲ ბოროტისა მის გონებისაჲ არს; არა თუ თუალი ხედავს ვნებულად, არამედ გულისსიტყუაჲ მიახედვიებს. და უკუეთუმცა ასოთათჳს იტყოდა, არამცა ერთი თუალი აჴსენა ხოლო, არცა მარჯუენესამცა ოდენ სახელ-სდვა, რამეთუ უკუეთუ ვის მარჯუენე თუალი ავნებდეს, მარცხენეცა ავნებს მას. რაჲსათჳს უკუე მარჯუენე თუალი თქუა და მარჯუენე ჴელი დაურთო? რაჲ-თა სცნა, ვითარმედ არა ასოთათჳს არს სიტყუაჲ მისი, არამედ რომელნიიგი თჳსებითა ბუნებითითა გინა სიყუარულისა მჴურვალებითა საკუთარ და საყუარელ იყვნენ ჩუენდა; რაჲთა არა იტყოდი: ესე ვინმე თჳს მეყვის, ანუ იგი ვინმე საყუარელ არს ჩემდა და ფრიად საჴმარ, ამისთჳს ესრეთ ბრძანა, ვითარმედ: დაღაცათუ ვინ ესოდენ გიყუარდეს, რომელ უაღრეს იყოს შენდა და უსაწადელეს მარჯუენისა თუალისა, გინა თუ ესოდენ საჴმარ და თანაშემწე გიჩნდეს იგი საქმეთა შინა შენთა, ვითარცა მარჯუენე ჴელი შენი, და იხილო, ვითარმედ ავნებს სულსა შენსა, მოიკუეთე იგი შენგან. და იხილე ძალი სიტყჳსა მის! არა თქუა, თუ განეშორე, არამედ გამოჩინებად სრულიადისა მის და მკუეთრ...
მათეს სახარება 5:30
29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
მათეს სახარება თავი 5