მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 6:25

24. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
მათეს სახარება თავი 6
25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და ჰსუათ“ (6,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: რაჲ-მე ვყოთ, უკუეთუ საფასენი განვაბნინეთ, ვითარ უძლოთ ცხორებად? ამისთჳს ჟამსა ჯეროანსა იწყებს ამის პირისათჳს სიტყუად; რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეთქუა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ“, მძიმემცა აღუჩნდა სიტყუაჲ იგი, ამისთჳს პირველად წარმოთქუნა ვნებანი იგი ვეცხლისმოყუარებისანი და მერმე ჴელ-ყო ამის სწავლისა თქუმად, რაჲთა უმეტესად შესაწყნარებელ იყოს სიტყუაჲ ესე. და აწცა არა ესრეთ ლიტონად თქუა, არამედ პირველად მიზეზსა იტყჳს: „ამისთჳს გეტყჳო: ნუ ჰზრუნავთ“. პირველად თქუა: „ვერ ჴელ-გეწიფებისო ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“, და მერმე შესძინა: „ამისთჳს გეტყჳო: ნუ ჰზრუნავთ“. „ამისთჳს“, - რომლისა „ამისთჳს“? - ფრიადისა ამის ზღვევისათჳს და დიდისა ამის სავნებელისათჳს, რომელ სახიერისა მის და კაცთმოყუარისა ღმრთისა და დამბადებელისაგან განგაშორებს.

„ამისთჳს გეტყჳ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ“. არა თუ სულსა საზრდელი ეჴმარების, რამეთუ უჴორცო არს იგი, არამედ ჩუეულებისაებრ კაცობრივისა თქუა ესრეთ, რამეთუ დაღაცათუ არა საჴმარ არს სულისა საზრდელი, გარნა უკუეთუ ჴორცთა საზრდელი არა მიეცეს, ვერ თავს-იდებს სული...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:25-30 — ნუ ჰზრუნავთ: ფრინველები და შროშანები:

25. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. - ამისთვის, ანუ რისთვის? იმისათვის, რომ ქონება ადამიანებს ღმრთისაგან განაშორებს. მართალია, სული, რაკიღა იგი უსხეულოა, არ ჭამს, მაგრამ ეს უფალმა მიღებული ჩვეულებისამებრ თქვა, რადგანაც ჩანს, რომ უკეთუ ხორცი არ საზრდოობს, სული სხეულში ვერ დარჩება. უფალი შრომას კი არ გვიკრძალავს, არამედ საზრუნავისათვის მთლიანად თავის მიცემასა და ღმრთის დავიჭყებას გვიშლის. მიწის დამუშავებაც საჭიროა, მაგრამ სულზეც უნდა ვიზრუნოთ.

ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?- ანუ ის, ვინც სულისა და ხორცის შექმნით გაცილებით მეტი მოგვცა, საჭმელსა და სამოსელს ვეღარ მოგვცემს?

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? - უფალს შეეძლო მაგალითისათვის ელია და იოვანე მოეყვანა, მაგრამ მან ფრინველები შეგვახსენა, რათა შევერცხვინეთ იმით, რომ მათზე უფრო უგუნურნი ვართ. ღმერთი ასაზრდოებს მათ იმდენად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის