მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 6:4

3. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
მათეს სახარება თავი 6
4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი, რაჲთა იყოს ქველისსაქმე შენი ფარულად“ (6,3-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა არა ჴელსა გუაუწყებს მარჯუენესა გინა მარცხენესა, არამედ ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ ეგოდენ გარდამატებულად თანანადებ არს ფარულად ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრეღა შესაძლებელ თუ იყო, რაჲთამცა თავსაცა შენსა დაუფარე, ნუ უდებ იქმნები; დაღაცათუ ჴელთა მებრ შენთაგან, რომელნი ჰმსახურებენ ქველისსაქმესა, ძალ-გედვას დაფარვად, დაფარე, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ უკუეთუ თავ-თაცა თჳსთაგან კეთილ არს დაფარვაჲ, უკუეთუ შესაძლებელ იყოს, რაჲ ვინ თქუას გარეშეთა კაცთათჳს?

ხოლო არა ესრეთ არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარცა ვიეთმე თქუეს, ვითარმედ: მარცხენისა მიერ უკეთურთა კაცთა მოასწავებს, რაჲთა მათ არა ვაუწყებდეთ ქველისსაქმესა ჩუენსა; რამეთუ ბრძანებაჲ მისი ყოველ-თაგან დაფარვასა ქველისსაქმისასა გუამცნებს: „რაჲთა იყოსო ქველისსაქმე შენი ფარულად“. და მერმე გჳჩუენებს მომცემელსა მას სასყიდლისასა და მხედველსა დაფარულთასა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ყოველსა ადგილსა არს ღმერთი, და არარაჲ დაეფარვის მას; და ვითარმედ საქმეთა ჩუენთა მოსაგებელი არა ამას საწუთროსა განწესებულ არს, არამედ საშინელი საბჭოჲ მიმელის, გან-რაჲ-ვიდეთ ამიერ, და მოსაგებელი ყოველთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:1-4 — ქველმოქმედება ფარულად:

1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. - აგვიყვანა რა სათნოებათაგან ყველაზე მაღალთან - სიყვარულთან, ამჯერად უფალი წინ აღუდგა პატივმოყვარეობას, რომელიც კეთილ საქმეებს მოსდევს. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს: მოერიდეთო, თითქოს მძვინვარე მხეცზე ამბობდეს, რომელსაც უნდა მოერიდო, რათა არ დაგგლიჯოს, მაგრამ თუნდაც წინაშე კაცთა ქველმოქმედებდე, ოღონდ არა თავის გამოსაჩენად, არ განისჯები, ხოლო უკეთუ მიზნად პატივმოყვარეობა გაქვს, კიდევაც, რომ საუნჯესა შინა შენსა აკეთებდე, მაინც განისჯები, რადგანაც ღმერთი განზრახვას სჯის, ან გვირგვინოსანყოფს.

2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. - მართალია, თვალთმაქცებს (ორგულთა) ბუკი არ ჰქონდათ, მაგრამ უფალი აქ მათ განზრახვას დასცინის, რადგანაც სურდათ, თავიანთი ქველმოქმედების შესახებ ბუკით ემცნოთ. ხოლო თვალთმაქცები იმათ ეწოდებათ, რომელნიც სინამდვილეში სხვანი არიან და თავს კი სხვად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის