მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 6:5

4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
მათეს სახარება თავი 6
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათცა ორგულად სახელ-სდებს, და სამარ-თლად, რამეთუ იჩემებენ ღმრთისა მიმართ ლოცვასა და კაცთა ეჩუენებიან; არა მვედრებელთა უპყრიეს სახე, არამედ მოკიცხართაჲ, რამეთუ რომელსა ენების ჭეშმარიტად ვედრებაჲ, დაუტევნის ყოველნივე და მას ოდენ ხედავნ, რომელი-იგი უფალ არს მოცემად სათხოელისა მის; უკუეთუ იგი დაუტეოს და სხუათა მოქენე იქმნას, მისგან ვერარაჲ მოიღოს, არამედ ცარიელითა ჴელითა მართლუკუნიქცეს, რამეთუ ესრეთ ინება მან.

ამისთჳსცა არა თქუა უფალმან, ვითარმედ: არა მიიღონ ესევითართა მათ სასყიდელი, არამედ „მიუღებიესო“. ესე იგი არს, ვინაჲცა ეძიებდეს სასყიდელსა, მათ მიერცა მიუღებიეს. არა თუ ღმერთსა ესე ენება, არამედ თჳსითა მით საუკუნოჲთა სასყიდლითა უნდა პატივ-ცემაჲ მათი, ხოლო მათ ვინაჲთგან კაცთაგან ინებეს სასყიდელი, არღარა ღირს არიან ღმრთისაგან მიღებად, რამეთუ არა ენება მათ.

ესრეთ განაქიქა რაჲ და განაგდო მაჩუენებლობით და უწესოებით ლოცვაჲ ადგილისათჳსცა შესაკრებელთა და უბანთაჲსა და გონებისათჳსცა მათისა კაცთმოთნისა და გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ საწყალობელ და საკიცხელ არიან, გუასწავლის ჯეროანსა მას წესსა ლოცვისასა და იტყჳს: „შევედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:5-8 — ლოცვა ფარულად:

5. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.- თვალთმაქცებს (ორგულებს) უწოდებს ამათაც, რომელნიც თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ღმერთს უსმენდნენ, სინამდვილეში კი ადამიანებს უსმენენ, რომელთაგანაც აქვთ, ანუ იღებენ კიდეც თავიანთ საზღაურს.

6. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. - და რა გამოდის? ეკლესიაში აღარ უნდა ვილოცო? სრულიადაც არა! მაგრამ წრფელი განზრახვით უნდა ვილოცოთ და არა თავის მოსაჩვენებლად: რადგან ადგილი კი არ გვნებს, არამედ შინაგანი განწყობილება და მიზანი. მრავალნი, რომელნიც ფარულად ღოცულობენ, ასე კაცთათვის თავის მთსაწონებლად იქცევიან.

7. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი. - მრავალსიტყვაობა ფუჭად მეტყველებაა. მაგალითად, ვედრება რაიმე ამქვეყნიურის- ძალაუფლების, სიმდიდრის, სხვაზე უპირატესობის- მოსაპოვებლად....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის