თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მრავალნი აწ იქმან საქმესა ამას და, იხილიან რაჲ მონაზონი მცირედ რაჲმე მეტითა სამოსლითა მოსილი, მცნებასა მას უფლისასა მეყსეულად წინაუყოფენ და თავისა თჳსისასა არა ხედვენ, ვითარ დღითი-დღე იტაცებენ და მიიხუეჭენ გლახაკთაგან და ჭირვეულ-თა. კუალად უკუეთუ იხილონ მცირისა რაჲსმე სანუაგისა ჭამად, განიკითხვენ, ჰბასრობენ, ზედადაესხმიან და არა განიცდიან თავისა თჳსისა დღითი-დღე შუებასა და მთრვალობასა, არცა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ცოდვათა თჳსთა თანა ამისცა ჯერისათჳს უმეტეს შეიკრებენ თავთა თჳსთა ზედა ცეცხლსა მას გეჰენიისასა და ყოვლისავე სიტყჳს-გებისაგან გამოაჴუებენ სულთა თჳსთა; რამეთუ თჳთ იგინი განაწესებენ საქმესა ამას, ვითარმედ ჯერ-არს მცირეთაცა ცთომათა მათთა გამოწულილვით განკითხვაჲ, ნუმცა უკუე მძიმედ უჩნს, ოდეს მათცა ბრალი მიეჴადებოდის ყოველთა საქმეთა მათთათჳს. არამედ კეთილად ყურად-იღებდიედ ბრძანებასა უფლისასა:
მათეს სახარება 7:3
2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.
მათეს სახარება თავი 7