მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 7

მათეს სახარება 7 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ნეტარი პავლეცა იტყჳს, და უფროჲსღა მასცა ქრისტე იტყჳს პირითა პავლესითა, ვითარმედ: „აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა?“1 და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“2 და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (7,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა თქუა, თუ: რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი? ერ-თად, ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ერსა მას უძლურსა გულისჴმის-ყოფად ღმრთეებისა მისისა; და მეორედ, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ნებაჲ მამისაჲ რაჲ აჴსენა, თჳსიცა თანამოასწავა, რამეთუ არა არს სხუაჲ ნებაჲ მისი, გარეშე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ არს ბუნებაჲ მა-თი,...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი“ (7,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წესისაებრ ბუნებითისა უმეტესად ჯერ-იყო მწუხარებაჲ სიძნელისა მისთჳს თქუმულთაჲსა და შეურვებაჲ სიმაღლისა მისთჳს დიდებულთა მათ მცნებათაჲსა. არამედ ესოდენ იყო ძალი სახიერისა მის მოძ-ღურისა და მეუფისაჲ, ვიდრეღა საკჳრველებად შეცვალნა გონებანი მათნი, და ესოდენ დაუტკბეს სიტყუანი ესე გონებათა მათთა, ვიდრეღა შემდგომად დადუმებისაცა სუროდა კუალად სმენად მოძღურებისა მის...

სარჩევი